ყურში გოგირდის ჭარბწარმოქმნა

2021-12-02

რა უნდა ვიცოდეთ ყურში გოგირდის ჭარბად წარმოქმნის დროს?

რასთან არის დაკავშირებული გოგირდის ჭარბწარმოქმნა, ნიშნავს თუ არა ეს დაავადებას?

გარეთა სასმენ მილში გოგირდის დაგროვება ბუნებრივი მოვლენაა.გოგირდის ჯირკვლები მუდმივად გამოყოფენ განსაზღვრულ ოდენობის გოგირდს, რასაც დამცველობითი ფუნქცია აქვს. ჩვეულებრივ, ღეჭვისა და ყლაპვის პროცესში გარეთა სასმენი მილის აპკოვანი ხრტილოვანი ნაწილის დრეკადობის გამო ხდება გოგირდის გარეთ გამოყოფა,თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, მაგალითად:

  • გარეთა სასმენი მილის სივიწროვის,
  • მტვრიანი გარემოს ზემოქმედების ან
  • გარეთა სასმენ მილში ჭარბი თმიანი საფარველის არსებობისას, გოგირდის მასების გამოდევნა ბრკოლდება.

ზოგჯერ კი ჯირკვლები გოგირდს ჭარბად გამოყოფენ (მაგ. ყურის ჩხირის ხშირი და უხეში გამოყენებისას).

გოგირდოვანი მასების დაგროვება ახშობს გარეთა სასმენი მილის სანათურს, რაც იწვევს ბგერის გატარების შეფერხებას და სმენის დაქვეითებას.

ასეთ შემთხვევაში ხშირად საჭირო ხდება ვაკუუმ ასპირაცია (გამორეცხვა).  გარეთა სასმენი მილის თვითნებური გაწმენდის მცდელობისას საკმაოდ მაღალია დაფის აპკის ტრავმული დაზიანების რისკი. პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს!

 

                                                           გელა ხოზრევანიძე- ოტორინოლარინგოლოგი