მუცლის ტკივილი ბავშვებში

2019-12-24
მუცლის ტკივილი ბავშვთა ასაკში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია
მუცლის ტკივილის მანიფესტაცია შესაძლებელია იყოს :
👉მწვავე - თუ ის გრძელდება რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში (არაუმეტეს 7 დღისა)
👉ქორნიკული- იგულისხმება მუცლის ტკივილის სამი და მეტი ეპიზოდი უკანასკნელი სამი თვის მანძილზე.
 
🆘მუცლის მწვავე ტკივილის მიზეზი:
მუცლის დახურული ტრავმა: შინაგანი ორგანოების კონტუზია, ჰემატომა, ჰემორაგია, პერფორაცია.
გასტროინტესტინური :
ობსტრუქციული პროცესი და პერიტონეუმის გაღიზიანება, მალროტაცია, ინვაგინაცია, შეხორცებითი გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, აპენდიციტი, ობსტრუქცია უცხო სხეულით, სიმსივნით, ფეკალომით, ჰელმინთებით.
👉ინტრააბდომინური დაავადებები :ინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი (ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული), პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი, პეპტიური დაავადება და სხვ.
👉ექსტრააბდომინური დაავადებები :მენინგიტი, პნევმონია, სტრეპტოკოკული ფარინგიტი, შუა ყურის ანთება, მიოკარდიტი/პერიკარდიტი.
👉მეტაბოლური დარღვევები :დიაბეტური კეტოაციდოზი, პორფირია, ურემია, თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა.
👉სისტემური დაავადებები : ნამგლისებური ანემია, ჰენოხ-შონლაინის დაავადება, კავასაკის დაავადება.
🔘 მუცლის ქრონიკული ტკივილი
გასტროინტესტინური სისტემა :ქრონიკული ყაბზობა, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პარაზიტული ინფექცია (ამებიაზი, გიარდიაზი), საკვების აუტანლობა (მაგ.: ლაქტოზის), გასტროეზოფაგური რეფლუქსი, Helicobacter pylori ინფექცია, ცელიაკია...
შარდ-სასქესო სისტემა :საშარდე გზების ინფექცია, შარდკენჭოვანი დაავადება, საშარდე გზების ობსტრუქცია, საკვერცხის ცისტა, ენდომეტრიოზი, მენჯის ანთებითი დაავადება. სხვა აბდომინური ეპილეფსია, ძალადობა (ფიზიკური, ემოციური, სექსუალური).
 
 
🆘მუცლის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები ე.წ. „განგაშის ნიშნები "
👤მოულოდნელი, მწვავე მუცლის ტკივილი, რომლის ინტენსივობა ყოველ საათში იმატებს და რომელსაც ახლავს:
🔹მუცლის პროგრესული შებერვა;
🔹ჰემატემეზისი,( სისხლიანი ღებინება წითელი ან მოყავისფრო მასებით)
ჰემატოხეზია(წითელი ფერის სისხლიანი მინარევი განავალში) ან მელენა(შავი, კუპრისებრი, განავლოვანი მასები)
🔹 შეუპოვარი ღებინება (ზოგჯერ ნაღვლის ან ფეკალური მასების მინარევით);
🔹 შოკის ნიშნები;
🔹 ცხელება;
🔹 ორთოსტატიული ჰიპოტენზია;
🔹პერიტონიუმის გაღიზიანების ნიშნები: დეფანსი (კუნთების ლოკალური რიგიდობა), ლოკალური მტკივნეულობა, ბლუმბერგის ნიშანი;
🔹 ოლიგურია;
🔹 შესაძლებელია იყოს ნაწლავთა მოქმედების ან გაზების გამოყოფის შეფერხება, ნაწლავთა გაძლიერებული ყურყური ან პერისტალტიკის გაქრობა,
დიარეა;
🔹მოგვიანებით - ლეიკოციტოზი, ნეიტროფილოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრა, აჩქარებული ედსი.
დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული კვლევები და სპეციალისტთა კონსულტაციები
👉 უმეტეს შემთხვევაში, მუცლის მწვავე ტკივილის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიკაცია შესაძლებელია ანამნეზის და ფიზიკალური გასინჯვის საფუძველზე.
პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს მწვავე ქირურგიული პათოლოგია. მწვავე მუცლის გამორიცხვის შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება გასტროენტეროლოგიური და არაგასტროენტეროლოგიური პათოლოგიის გამორიცხვა.
ჰოსპიტალიზაციის და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევის ჩვენებები:
კვლევების შერჩევა ხდება ასაკისა და სავარაუდო დიაგნოზის შესაბამისად !
 
💊 მკურნალობა
👩‍⚕ დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ მუცლის მწვავე ტკივილის გამომწვევი დაავადების მართვა ხდება შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით.
 
👩‍⚕პედიატრი- დალილა ცივაძე