საშვილოსნოს ყელის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვე

2020-01-28

იანვარი საშვილოსნოს ყელის ჯანმრთელობის  შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა

                      რა არის საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის საუკეთესო გზა?

✔რეგულარული სკრინინ ტესტების (მაგ: პაპ-ტესტი) ჩატარება და  შემდგომი მეთვალყურეობა

✔HPV-ს (ადამიანის პაპილომა ვირუსი) საწინააღმდეგო ვაქცინაცია

 PAP-ტესტის ჩატარებით შესაძლებელია პოტენციური კიბოსწინარე ცვლილებების დიაგნოსტირება . ადრეული მიკროსკოპული ცვლილებები , რაც შეესაბამება საშვილოსნოს ყელის ინტრაეპითელურ ნეოპლაზიას (CIN) - არის საშვილოსნოს ყელის მფარავი ეპითელიუმის ან მისი ზედა შრის დისპლაზია, ასევე უჯრედების აბნორმული ზრდა საშვილოსნოს ყელის არხში, რაც, ჩვეულებრივ, უსიმპტომოა და ამის გამო შეუმჩნეველი რჩება ხოლმე ქალისთვის.
დაზიანების აღმოჩენა, როგორც წესი, რუტინული ციტოლოგიური გამოკვლევის დროს ხდება. 

 

აბნორმული პაპ-ტესტის პასუხის შემთხვევაში რეკომენდებულია კოლპოსკოპიური, მათ შორის გაფართოებული კოლპოსკოპიური კვლევის ჩატარება . რა დროსაც, საჭიროების შემთხვევაში დაზიანებული უბნიდან ექიმი იღებს ბიოფსიურ მასალას, რომელიც იგზავნება ლაბორატორიაში ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევის მიზნით. მორფოლოგიური კვლევის შედეგების საფუძველზე კი ხდება საბოლოო დიაგნოზის დასმა, რაც, თავის მხრივ განსაზღვრავს შემდგომი მკურნალობის მეთოდის არჩევას.

P.S. იყავით ინფორმირებული! დაიცავით თქვენი ჯანმრთელობა!