რა უნდა ვიცოდეთ D ვიტამინის შესახებ?

2019-12-03

👩‍🔬D-ვიტამინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვიტამინია, რომელიც განაპირობებს ბავშვის ორგანიზმის ჰომეოსტაზსა და ძვლების ჯანმრთელობას.
 მისი დეფიციტი ჩვილებში იწვევს რაქიტს, (0-36 თვე), ხოლო ზედა ასაკში- ოსტეომალაციას(ძვლების დარბილება)

🔻 D-ვიტ დეფიციტით განპირობებული მდგომარეობები:

რაქიტი
ოსტეომალაცია
ოსტეოპოროზი
სიმსივნე
დიაბეტი
გ.ს.ს დაავადებები
იმუნოდეფიციტი
აუტოიმუნური დაავადებები
ნევროლოგიური დაავადებები:დეპრესია, დემენცია,
პარკინსონიზმი, გაფანტული სკლეროზი

👌პროდუქტები, რომლებშიც D-ვიტ შემცველობა ყველაზე მაღალია:

🐟ცხიმიანი ჯიშის ოკეანი თევზი-ლოსოსი, სკუმბრია, ცისფერი თევზი
🥛რძე და რძის პროდუქტები
🥚კვერცხი
🍄სოკო
🥦ყველაზე ნაკლებია-ბოსტნეულში

პროფილაქტიკა

👉ექსკლუზიურად ძუძუთი კვება
👉ძუძუთი კვების გაგრძელება 2 წლამდე
👉დამატებითი კვების დროულად დაწყება
👉კალციუმითა და D-ვიტ მდიდარი საკვების მიღება
👉მზის სხივებისადმი ექსპოზიცია
👉კოფეინის შემცველი(გაზიანი) სასმელების რაციონიდან ამოღება, რადგან იწვევენ ძვლებიდან კალციუმის კარგვას

დიაგნოსტიკის მიზნით საუკეთესოა D-ვიტ სტატუსის განსაზღვრა.( ვიტ- D 25-ჰიდროქსივიტამინი)

💯ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია მაღალი სიზუსტის ლაბორატორიული კვლევების ჩატარება

გისურვებთ ჯანმრთელობას !