დიეტოლოგია

სიახლე ჩვენს კლინიკაში 

ბიოიმპედანსომეტრია

 აპარატი საშუალებას იძლევა მივიღოთ სრული სურათი, რისგან შედგება თქვენი სხეული-რამდენი გაქვთ კუნთოვანი მასა, ცხიმი, ძვლოვანი მასა, სითხე და ა.შ.

 როგორ ტარდება სხეულის შემადგენლობის ანალიზის პროცედურა

👩🏻‍⚕️ბიოიმპედანსომეტრიის მეთოდი ეფუძვნება სხეულის წინააღმდეგობის ცვლილებას სხვადასხვა ქსოვილებში დენის გავლის დროს, რომელიც ახდენს ადამიანის სხეულის სკანირებას და განსაზღვრავს სხეულის პროცენტულ შემადგენლობას.

🔬 მეთოდი არ იწვევს ტკივილსა და დისკომფორტს.

💪 გამოკვლევის ჩატარების წინ იზომება პაციენტის სიმაღლე, რის შემდეგაც იხდის ფეხზე და დგება აპარატზე.

♻️ ხელებზე და ფეხებზე თავსდება ელექტროდები, რომლებიც მიერთებულია აპარატზე, რომელიც საზღვრავს სხეულის წინააღმდეგობის უნარს. შედეგებით იქმნება ცხრილი, სადაც მითითებულია ძირითადი მაჩვენებლები.

სწორედ ამ მთავარ მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენი დიეტოლოგი ინდივიდუალურად შეგირჩევთ კვების სქემას, რაც საშუალებას მოგცემთ იყოთ უფრო ჯანმრთელი, ლამაზი და ენერგიით სავსე .