ბავშვათა ნევროლოგია

👤ვიდეო ელექტროენცეფალოგრამა "ხოზრევანიძის კლინიკაში" 

  •   რისთვის ტარდება ეს კვლევა?

 იმისთვის, რომ გამოირიცხოს ან დადასტურდეს ეპილეფსია

  • რა ასაკიდანაა დასაშვები მისი ჩატარება?

➡ დასაშვებია დაბადების პირველივე დღიდან

  • რა ხანგრძლივობისაა ვიდეო ეეგ კვლევა?

 საჭიროების მიხედვით:

  • 1 საათიანი
  • 3-დან 6 სთ-მდე
  • 6-დან 12 სთ-მდე
  • 12-დან 24 სთ-მდე

ხანგრძლივი ვიდეო ეეგ მონიტორინგი ტარდება ეპილეფსიის რთული ფორმების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევის მიზნით.

ხანმოკლე ვიდეო ეეგ მონიტორინგი ტარდება სხვადასხვა კრთომების, კონვულსიების დროს, რათა დადასტურდეს ან გამოირიცხოს თავის ტვინის ეპილეპტოფორმული აქტივობა.