თამარ პეშკოვა

ენდოკრინოლოგი / მედიცინის დოქტორი/ასისტენტ პროფესორი

 

განათლება

2007წ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, მედიცინის ფაკულტეტი

2007-2009წწ გაირა კლინიკური ორდინატურა აკად. ვ. ბარანოვის სახელობის ენდოკრინოლოგიის კათედრაზე, სანქტ პეტერბურგის დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების აკადემია, რუსეთი

2011-2015 წწ გაიარა დოქტორანტურის სრული კურსი - კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

11.02.2016 - მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი. სადისერტაციო ნაშრომი: „ორსულთა სკრინინგის აქტუალობა სუბკლინიკური ჰიპოთირეოზის გამოსავლენად“.

 

 

სამუშაო გამოცდილება 

2010-2014 წწ - მუშაობდა აჭარის ენდოკრინოლოგიურ ცენტრში და ჩარკვიანის სახელობის ბათუმის სამშობიარო სახლში ექიმ ენდოკრინოლოგად;

2014-2017 წწ - ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი, ექიმი ენდოკრინოლოგი;

2017 წ - 2020წ - ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრი, ექიმი ენდოკრინოლოგი;

2016წ- 2021წ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის მოწვეული უფროსი მასწავლებელი;

2021წ - დღემდე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი; 

არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი; 

სტაჟირება გაიარა წამყვან საერთაშორისო კლინიკებში  (ბელგია, საფრანგეთი, თურქეთი);

კვალიფიკაციის ამაღლების კურსები  - დიეტოლოგია,  გინეკოლოგიური ენდოკრინოლოგია,  (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი), ნუტრიციოლოგია (თბილისი, საქართველო).

მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში, არის რამდენიმე საერთაშორისო კონფერენციის სპიკერი.

არის ევროპის თირეოდოლოგიური საზოგადოების (ETA), ევროპის დიაბეტის შემსწავლელი ასოციაციის (EASD), ევროპის ათეროსკლეროზის საზოგადოების (EAS), ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების (ESE), გინეკოლოგიური-ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISGE), საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის (GAEM)  წევრი.

ფლობს - ქართულ, რუსულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.