მიმოხილვა
PSA პროსტატის გამომუშავებული ცილაა. სისხლში მისი დონის მატება შესაძლოა პროსტატის გადიდებას, ანთებას ან კიბოს უკავშირდებოდეს.
რატომ ინიშნება
ენიშნება პროსტატის კიბოს სკრინინგისთვის (ჩვეულებრივ 50 წლიდან, რისკის შემთხვევაში ადრე), შარდვის პრობლემების ან მკურნალობის მონიტორინგის დროს.
როგორ მოვემზადოთ
ანალიზამდე 48 საათით ადრე მოერიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას, ველოსიპედსა და ეაკულაციას — ისინი დროებით ზრდიან PSA-ს.
როგორ ტარდება
ვენური სისხლის აღება.
შედეგების ინტერპრეტაცია
მომატებული PSA კიბოს დიაგნოზი არ არის — ის სხვა მიზეზებითაც იმატებს. შედეგი ფასდება ასაკისა და დინამიკის გათვალისწინებით, ხშირად უროლოგის დამატებითი კვლევით.
