კვლევის დასახელება
- ქართულად
- თირეოტროპული ჰორმონი (TSH)
- English
- Thyroid-Stimulating Hormone (TSH)
- Русский
- Тиреотропный гормон (ТТГ)
რას განსაზღვრავს კვლევა?
TSH-ს ჰიპოფიზი გამოიმუშავებს და ის არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას. მისი დონე მგრძნობიარე ინდიკატორია ჯირკვლის ფუნქციის შესაფასებლად.
რისთვის ინიშნება?
ენიშნება დაღლილობის, წონის ცვლილების, თმის ცვენის, ციკლის დარღვევის ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადების მონიტორინგის დროს.
როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი?
სპეციალური მომზადება არ არის საჭირო. თუ იღებთ ფარისებრი ჯირკვლის მედიკამენტს, დააზუსტეთ აღების დრო ექიმთან.
როგორ გროვდება და ინახება ნიმუში?
ვენური სისხლის აღება.
რას ნიშნავს კვლევის შედეგი?
მომატებული TSH ხშირად ჰიპოთირეოზზე მიუთითებს, დაბალი — ჰიპერთირეოზზე. დასაზუსტებლად ხშირად ემატება თავისუფალი T4 და T3. შედეგს აფასებს ენდოკრინოლოგი.
