ალერგოლოგია: ალერგოლოგი ბათუმში
ალერგიული დაავადებების კომპლექსური დიაგნოსტიკა, გამომწვევი ალერგენების გამოვლენა და მკურნალობა
ალერგოლოგია მოიცავს ალერგიული და იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და ხანგრძლივ მართვას. თანამედროვე ალერგოლოგიური კვლევები საშუალებას იძლევა გამოვლინდეს სიმპტომების გამომწვევი ალერგენები და შეირჩეს პაციენტზე მორგებული მკურნალობა.
ხოზრევანიძის კლინიკა თანამშრომლობს „ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრთან“, რომელიც ალერგიულ პაციენტებს ერთ სივრცეში სთავაზობს კომპლექსურ დიაგნოსტიკასა და დაავადებების მართვას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ელენე კაკაბაძე ხოზრევანიძის კლინიკაში კონსულტაციებს თვეში ორჯერ ატარებს.
ალერგოლოგის კონსულტაცია რეკომენდებულია სასუნთქი გზების, კანის, საკვების, მედიკამენტების, მწერების ნაკბენისა და სხვა შესაძლო ალერგენებთან დაკავშირებული სიმპტომების დროს.
ჩვენი სერვისები
ალერგოლოგ-იმუნოლოგის კონსულტაცია
პაციენტის ჩივილების, ანამნეზის, სიმპტომების ხასიათისა და შესაძლო გამომწვევი ფაქტორების დეტალური შეფასება. მიღებული მონაცემების საფუძველზე განისაზღვრება საჭირო კვლევები და დგება მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა.
ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა
კლინიკური მდგომარეობისა და სავარაუდო ალერგენის გათვალისწინებით ტარდება თანამედროვე ალერგოლოგიური კვლევები. დიაგნოსტიკის მეთოდი ინდივიდუალურად შეირჩევა პაციენტის ასაკის, სიმპტომებისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესაბამისად.
In Vivo დიაგნოსტიკა
სპირომეტრია
კვლევა გამოიყენება ფილტვების ფუნქციური მდგომარეობისა და სასუნთქი გზების გამტარობის შესაფასებლად. სპირომეტრია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრონქული ასთმისა და სხვა რესპირატორული მდგომარეობების დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის.
კანის პრიკ-ტესტირება
კვლევა საშუალებას იძლევა შეფასდეს ორგანიზმის მგრძნობელობა სხვადასხვა ალერგენის მიმართ. ტესტირების დროს კანზე თავსდება მცირე რაოდენობით შერჩეული ალერგენები და ფასდება ადგილობრივი რეაქცია.
კანშიდა ტესტირება
კლინიკური ჩვენებების შესაბამისად შესაძლებელია ალერგენის მცირე რაოდენობის კანშიდა შეყვანა და ორგანიზმის რეაქციის შეფასება. კვლევა ტარდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
In Vitro დიაგნოსტიკა
სისხლის შრატში სპეციფიკური IgE-ის განსაზღვრა
ლაბორატორიული კვლევა გამოიყენება კონკრეტული ალერგენების მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობის შესაფასებლად.
შესაძლებელია სპეციფიკური IgE-ის განსაზღვრა შემდეგი ჯგუფის ალერგენების მიმართ:
- ინჰალაციური ალერგენები;
- ეპიდერმული ალერგენები;
- კვებითი ალერგენები;
- მცენარეული ალერგენები;
- სამრეწველო ალერგენები;
- მედიკამენტური ალერგენები;
- მწერების შხამის ალერგენები.
კვლევების ჩამონათვალი და მოცულობა განისაზღვრება ალერგოლოგ-იმუნოლოგის კონსულტაციისა და პაციენტის კლინიკური მონაცემების საფუძველზე.
ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია
შესაბამისად შერჩეულ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპიის - ჰიპოსენსიბილიზაციის - ჩატარება. მკურნალობის მიზანია კონკრეტული ალერგენის მიმართ ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობის ეტაპობრივად შემცირება და დაავადების სიმპტომების უკეთ კონტროლი.
იმუნოთერაპიის ჩატარების შესაძლებლობა, მეთოდი და ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განისაზღვრება დიაგნოსტიკური კვლევებისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.
ჩვენი მიდგომა
ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ეფუძნება პაციენტის ჩივილების, ანამნეზის, კლინიკური გამოკვლევისა და ალერგოლოგიური ტესტების შედეგების ერთობლივ შეფასებას. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის პროცესში ერთვებიან სხვა პროფილის სპეციალისტებიც.
კომპლექსური მიდგომა ხელს უწყობს ალერგიის გამომწვევი ფაქტორების გამოვლენას, სიმპტომების კონტროლსა და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ექიმები ამ მიმართულებაში
დაჯავშნე ვიზიტი
ალერგიული დაავადებების კომპლექსური დიაგნოსტიკა, გამომწვევი ალერგენების გამოვლენა და მკურნალობა
დაჯავშნე ვიზიტი
