პროქტოლოგია: პროქტოლოგი ბათუმში
სწორი ნაწლავისა და ანალური მიდამოს დაავადებების დიაგნოსტიკა, კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა
პროქტოლოგია მოიცავს სწორი ნაწლავის, ანალური არხისა და პერიანალური მიდამოს დაავადებების დიაგნოსტიკას, კონსერვატიულ და ქირურგიულ მკურნალობას. დროული კონსულტაცია ხელს უწყობს სიმპტომების გამომწვევი მიზეზის განსაზღვრასა და შესაბამისი მკურნალობის დაგეგმვას.
პროქტოლოგთან ვიზიტი რეკომენდებულია ანალური მიდამოს ტკივილის, ქავილის, დისკომფორტის, სისხლდენის, შეშუპების, ნაწლავთა მოქმედების დარღვევისა და სხვა მსგავსი ჩივილების დროს.
ჩვენი სერვისები
პროქტოლოგის კონსულტაცია
პაციენტის ჩივილების, ანამნეზისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალური შეფასება. კონსულტაციის საფუძველზე განისაზღვრება საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები და დგება მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა.
პროქტოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა
სწორი ნაწლავის, ანალური არხისა და პერიანალური მიდამოს დაავადებების გამოვლენა თანამედროვე დიაგნოსტიკური მეთოდებით. კვლევების მოცულობა შეირჩევა პაციენტის სიმპტომებისა და კლინიკური ჩვენებების შესაბამისად.
კონსერვატიული მკურნალობა
შესაბამის შემთხვევებში გამოიყენება მედიკამენტური მკურნალობა, კვებისა და ცხოვრების წესის კორექცია და სხვა არაქირურგიული მეთოდები. მკურნალობის გეგმა ინდივიდუალურად დგება დიაგნოზისა და დაავადების მიმდინარეობის გათვალისწინებით.
პროქტოლოგიური პროცედურები
კლინიკური ჩვენებების შესაბამისად ტარდება სხვადასხვა ამბულატორიული პროცედურა, რომლებიც მიმართულია სიმპტომების შემცირებისა და დაავადების მართვისკენ.
ქირურგიული მკურნალობა
ქირურგიული ჩარევა იგეგმება იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადების ხასიათი ან სიმძიმე ოპერაციულ მკურნალობას საჭიროებს. ჩარევის მეთოდი შეირჩევა პათოლოგიის ტიპის, გავრცელებისა და პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის საფუძველზე.
ჩვენი მიდგომა
პროქტოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალ მკურნალობა, ისე შესაბამისი პროცედურები და ქირურგიული ჩარევები. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის პროცესში ერთვებიან სხვა პროფილის სპეციალისტებიც.
პროქტოლოგის კონსულტაციისა და საჭირო კვლევების დასაგობას, უსაფრთხოებასა და კონსულტაციისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.
მკურნალობის მეთოდი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად შეირჩევა. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის პროცესში ერთვებიან გასტროენტეროლოგი, ენდოსკოპისტი, ქირურგი და სხვა პროფილის სპეციალისტები.
ექიმები ამ მიმართულებაში
დაჯავშნე ვიზიტი
სწორი ნაწლავისა და ანალური მიდამოს დაავადებების დიაგნოსტიკა, კონსერვატიული და ქირურგიული მკურნალობა
დაჯავშნე ვიზიტი
