გადასვლა მთავარ შინაარსზე
ჯანმრთელობის რჩევები12 იანვარი, 20211 წუთის საკითხავი

ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ

ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ
  • რაც არ უნდა სწორად ვიკვებებოდეთ, ახალი წლის სუფრა მაინც დატვირთულია სხვადახვა უგემრიელესი და მაღალკალორიული კერძებით. ამიტომ კალორიებისგან ორგანიზმს განტვირთვა ესაჭიროება.

მიიღეთ წყალი დიდი რაოდენობით

1. მიიღეთ თბილი წყალი(8-10 ჭიქა დღეში). დაგეხმარებათ მადის დაქვეითებაში, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, წვავს ცხიმს. შეგიძლიათ მოათავსოთ ლიმონის ან ფორთოხლია ნაჭერი.

ასევე, სასარგებლო პროდუქტები

2. ცილოვანი პროდუქტი: კვერცხი, მიანიჭეთ უპირატესობა უცხიმო თევზს, ხბოს ხორცს, ინდაურს (მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული)

აუცილებელია უჯრედისის შემცველი პროდუქტები

3. უხვად მიიღეთ ბოსტნეული( ბროკოლი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, სალათის ფურცლები, კიტრი, პომიდორი და სხვა ) ის შეიცავს ცოცხალ უჯრედისს, ვიტამინებს და მინერალებს.

ტკბილეულის ნაცვლად ხილი მიირთვით

4. ტკბილეული ჩაანაცვლეთ ხილით: ავოკადო, მწვანე ვაშლი, მანდარინი, ფორთოხალი, კივი და სხვა.

ფიზიკური აქტივობა

5. ვარჯიში. რეგულარული და ზომიერი ვარჯიში ძალიან სასარგებლოა: სწრაფი სიარული, ძუნძული, სირბილი, ველოსიპედის ტარება და სხვა. გვეხმარება თავი უფრო ბედნიერად ვიგრძნოთ, უკეთ ვიაზროვნოთ, ვაკონტროლოთ წონა. არ მიიღოთ გაზიანი სასმელები, პაკეტირებული წვენები, ტკბილეული, ცომეული, ცხიმიანი საკვები!

გასტროენტეროლოგი/დიეტოლოგი - მირანდა გაბაიძე