გადასვლა მთავარ შინაარსზე
სამედიცინო ინფორმაცია13 მაისი, 20211 წუთის საკითხავი

პოსტკოვიდური სინდრომი ბავშვებში

პოსტკოვიდური სინდრომი ბავშვებში

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კოვიდ-19 დაახლოებით 30 000 ბავშვმა გადაიტანა.

ბავშვებში კოვიდინფექცია, მოზრდილებისგან განსხვავებით, შედარებით მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს, შესაძლოა უსიმპტომოდაც ჩაიაროს, თუმცა, ვირუსმა ბავშვებში შეიძლება გამოიწვიოს ვერაგი გართულება - მულტისისტემური ინფლამატორული (ანთებითი) სინდრომი.

პოსტკოვიდური სინდრომი დაავადების გადატანიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ვლინდება.

არსებობს საერთაშორისო პროტოკოლი, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია MIS-C სინდრომის დროული ამოცნობა და სათანადო მკურნალობის დაწყება.

2020 წლის აპრილში, ლონდონში, დიდ ბრიტანეთში, ბავშვთა საავადმყოფოში პირველად აღწერეს მულტისისტემური ჰიპერინფლამაციური სინდრომი. ბავშვებს კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ აღენიშნებოდათ სიმპტომები:

  • გახანგრძლივებული ცხელება,
  • საერთო სისუსტე,
  • ადვილად დაღლილობა,
  • კანზე მულტიფორმული გამონაყარი,
  • დიარეა,
  • ღებინება,
  • თავისა და მუცლის ტკივილი,
  • გულის რითმის დარღვევები და არტერიული ჰიპოტონია,
  • კიდურების შეშუპება,
  • კონიუნქტივიტი,
  • სისხლძარღვების კედლების ანთების ნიშნები,(ცივი და ჭრელი კიდურები),
  • გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით- სასუნთქი გზების შუა და ქვედა ზონების ობსტრუქციის სურათი,
  • ტოქსიკური შოკის კლინიკა.

კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ საერთაშორისო გაიდლაინების თანახმად, ეს ბავშვები საჭიროებენ ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების ჩატარებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, დროული სამედიცინო დახმარებისა და გართულებების თავიდან აცილების მიზნით.

პედიატრი - მაია ხუხუნაიშვილი