გადასვლა მთავარ შინაარსზე
სამედიცინო ინფორმაცია19 აპრილი, 20211 წუთის საკითხავი

რა არის ინფექციური მონონუკლეოზი?

რა არის ინფექციური მონონუკლეოზი?

ინფექციური მონონუკლეოზი-იგივე ფილატოვის დაავადება, პფაიფერის დაავადება, ჯირკვლოვანი ცხელება, სუბლეიკემიური ლეიკოციტოზი, კეთილთვისებიანი ლეიკემია, ლიმფომონოციტური ანგინა და სხვა - ეპშტეინ-ბარის ვირუსით(EBV) გამოწვეული პირველადი ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს:

  • 👉 ცხელება,
  • 👉 ინტოქსიკაცია,
  • 👉 ტონზილიტი,
  • 👉 ელენთის, ღვიძლისა და ლიმფური კვანძების გადიდება,
  • 👉 პერიფერიულ სისხლში ატიპური მონონუკლეარების არსებობა.
  • ☑ კლინიკური ნიშნების მიხედვით -ტიპურს, ატიპურსა და სუბკლინიკურს;
  • ☑ სიმძიმის მიხედვით -მსუბუქს, საშუალო სიმძიმისას და მძიმეს;
  • ☑ მიმდინარეობის მიხედვით -მწვავეს და ქრონიკულს.
  • ასთენოვეგეტატიური სინდრომი(უძლურება, დაღლილობა, დეპრესია),
  • გახანგრძლივებული სუბფებრილური ტემპერატურა პერიოდული მატებით,
  • მორეციდივე ფარინგიტი, ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა
  • ფერდქვეშ, მეტეორიზმი, ანორექსია, ართრალგია, მიალგია.
  • ობიექტური ნიშნებიდან გამოხატულია პოლილიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია. ცვლილებებია სისხლის ბიოქიმიურ ანალიზში. პერიფერიულ სისხლში იმატებს ატიპური მონონუკლეარებისა და ჰეტეროფილური ანტისხეულების რაოდენობა.
  • ✔ სისხლის საერთო ანალიზი;
  • ✔ ჰეტეროფილური ანტისხეულები;
  • ✔ ეპშტეინ-ბარის ვირუსის სპეციფიკური ანტისხეულები (IgM, IgG);
  • ✔ პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში
  • ✔ მუცლის ღრუს CT;
  • ✔ მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა.