გადასვლა მთავარ შინაარსზე
სამედიცინო ინფორმაცია27 მარტი, 20262 წუთის საკითხავი

რა არის წელის მალთაშუა დისკის თიაქარი?

რა არის წელის მალთაშუა დისკის თიაქარი?

ხერხემლის მალებს შორის მდებარეობს სპეციალური ამორტიზატორები -მალთაშუა დისკოები. თითოეული დისკო შედგება მკვრივი ფიბროზული გარსისა (ბეჭედი) და შიგნით მოთავსებული ჟელესებრი ბირთვისგან.

დისკოს თიაქარი(ანუ პროტრუზია/ექსტრუზია) ვითარდება მაშინ, როდესაც გარე გარსი ზიანდება (სკდება) და შიგთავსი (ბირთვი) გარეთ გამოდის. ეს "გამონაშვერი" აწვება მეზობლად მდებარე ნერვულ ფესვებს, რაც იწვევს ტკივილს და ანთებას.

როგორ ვლინდება და როგორ ისმება დიაგნოზი ?

ძირითადი სიმპტომები :

  • იშიაზი :მჭრელი ტკივილი, რომელიც წელიდან დუნდულოში და ფეხში გადადის.
  • დაბუჟება :"ჭიანჭველების ცოცვის" შეგრძნება ან მგრძნობელობის დაკარგვა ფეხში.
  • სისუსტე :კუნთების ძალის შემცირება, მაგალითად, ტერფის მოძრაობის გაძნელება.

დიაგნოსტიკის " ოქროს სტანდარტი ":თიაქრის ზუსტი ლოკალიზაციისა და ზომის დასადგენად გამოიყენებამაგნიტურ - რეზონანსული ტომოგრაფია (MRI).

მკურნალობა ოპერაციის გარეშე

პაციენტთა უმრავლესობისთვის (80-90%) კონსერვატიული მკურნალობა ეფექტურია. ეს არის კომპლექსური მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს ანთების შემცირებას და ხერხემლის ფუნქციის აღდგენას.

ძირითადი მეთოდები :

  • მედიკამენტები :ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.
  • ფიზიოთერაპია და ვარჯიში :სპეციალური ვარჯიშები კუნთოვანი კორსეტის გასამაგრებლად.
  • სამკურნალო ბლოკადა :მედიკამენტის შეყვანა უშუალოდ ანთების ზონაში სწრაფი ეფექტისთვის.
  • ქირურგიული ჩარევა განიხილება მაშინ, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა (4-6 კვირა) უშედეგოა, ტკივილი გაუსაძლისია ან აღინიშნება ნერვის დაზიანების ნიშნები (ფეხის სისუსტე, დამბლა).
  • თანამედროვე მეთოდები:დღეს პრიორიტეტი ენიჭებამინიმალურ ინვაზიურქირურგიას, რომელიც სრულდება საოპერაციო მიკროსკოპის (მიკროდისკექტომია) ან ენდოსკოპის (ენდოსკოპიური დისკექტომია) გამოყენებით. ეს მეთოდები უზრუნველყოფს სწრაფ რეაბილიტაციას და მცირე განაკვეთს.

შედეგები და შესაძლო რისკები

  • პროგნოზი:მინიმალური ინვაზიური ქირურგიის შემდეგ პროგნოზი კეთილსაიმედოა. პაციენტების უმრავლესობა თავისუფლდება ტკივილისგან და სწრაფად უბრუნდება აქტიურ ცხოვრებას.
  • შესაძლო გართულებები:მიუხედავად მაღალი უსაფრთხოებისა, ნებისმიერ ოპერაციას ახლავს რისკები, როგორიცაა ინფექცია, სისხლდენა, ან (იშვიათად) თიაქრის რეციდივი (განმეორება) იმავე დონეზე.
  • რეაბილიტაცია:სრული გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა და სპეციალური პოსტოპერაციული ვარჯიშების შესრულება.