გადასვლა მთავარ შინაარსზე
სამედიცინო ინფორმაცია2 სექტემბერი, 20252 წუთის საკითხავი

სკოლის ჩანთის სიმძიმე და ხერხემლის ჯანმრთელობა: რეკომენდაციები მშობლებისთვის

სკოლის ჩანთის სიმძიმე და ხერხემლის ჯანმრთელობა: რეკომენდაციები მშობლებისთვის

მშობლებისთვის მნიშვნელოვანია იცოდნენ,როგორ შევინარჩუნოთ ბავშვის ზურგი ჯანმრთელი, როგორ შევარჩიოთ სწორი ჩანთა და როგორ გადავანაწილოთ ნივთები ისე, რომ თავიდან ავიცილოთ პოსტურულ დარღვევებსა და ტკივილს.

რამდენად მძიმე უნდა იყოს ჩანთა ?

სპეციალისტები გვირჩევენ, რომსკოლის ჩანთის წონა არ აღემატებოდეს ბავშვის სხეულის 10–15%- ს.

  • მაგალითად, 30 კგ სხეულის მასის მქონე ბავშვისთვის ჩანთის მაქსიმალური წონა 3–4.5 კგ უნდა იყოს.

რა შეიძლება მოხდეს მძიმე ჩანთით ტარებისას :

  • კუნთების დაძაბულობა მხრებში, ზურგში და კისერში
  • ხერხემლის არასწორი პოზიცია და დეფორმაცია ხანგრძლივ დროში
  • ბავშვის დაღლილობა და კონცენტრაციის შემცირება სასწავლო პროცესში

ჩანთის სწორად ტარება

  1. ორ მხარზე ტარება :ჩანთის ერთ მხარზე ტარება იწვევს სხეულის ასიმეტრიას და კუნთების ერთ მხარეს გადატვირთვას. ბავშვმა უნდა ისწავლოს ჩანთის ტარებაორ მხარზე თანაბრად, რათა ხერხემალმა სწორი პოზიცია შეინარჩუნოს.
  2. ჩანთის სიმაღლე :ჩანთა უნდა იყოს ზუსტად ზურგის შუა ნაწილამდე – არა ძალიან მაღლა, არა ძალიან დაბლა. ზედმეტი სიმაღლე ან დაბლა ჩამოსვლა ასიმეტრიას ქმნის და დაძაბულობას ზრდის.
  3. ქამრების რეგულირება :ჩანთის ქამრები უნდა იყოს მჭიდროდ ზემოთ, ისე რომ ჩანთა სხეულზე მყარად იდგეს. თავისუფალი ქამრები იწვევს საყრდენი კუნთების გადატვირთვას.
  4. შიდა ორგანიზება :მძიმე ნივთები უნდა იყოს ზურგთან ახლოს, ხოლო მსუბუქი – გარეთ. მხოლოდ საჭირო წიგნები და ნივთები უნდა იდოს ჩანთაში.

ჩანთის შიდა ორგანიზება

  • მხოლოდ საჭირო ნივთები– ყოველდღიურად ჩანთაში ჩასამატებელი ნივთები შეარჩიეთ წინასწარ.
  • წონის თანაბარი განაწილება– მძიმე წიგნები ზურგის უკანა მხარეს, მსუბუქი – წინ.
  • წყლის ბოთლი , სასუსნავი , სპორტული ჩაცმულობა– რეგულარულად გადაანაწილეთ, რათა ჩანთა არ გახდეს ძალიან მძიმე.

რეკომენდაციები მშობლებისთვის

  1. ჩანთის წონის კონტროლი ყოველდღე :შეამოწმეთ ბავშვის ჩანთა და საჭიროების შემთხვევაში გადაანაწილეთ ან შეამცირეთ ფიზიკური საგნები
  2. სწორი ტარების ჩვევის შექმნა :თავიდანვე ასწავლეთ ბავშვს ჩანთის ორ მხარზე ტარება, ქამრების რეგულირება და წიგნების სწორად ჩალაგება.
  3. ფიზიკური აქტივობის ჩართვა :რეგულარული სპორტი, ვარჯიშები და კუნთების გაძლიერება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ზურგის ჯანმრთელობაზე.
  4. მდგომარეობის მონიტორინგი :რეგულარულად შეამოწმეთ ბავშვის ხერხემლის პოზა. ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ იბრიცება ზურგი, ან ხომ არ აქვს ტკივილი მხრებში, ზურგში ან კისერში.

კონსულტაციის დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 0422 22 71 71