განცხადებები4 დეკემბერი, 20252 წუთის საკითხავი
ვაკანსია რეგისტრატორის პოზიციაზე

- ხოზრევანიძის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, გამართული კომუნიკაციის უნარი;
- უცხო ენა ( ცოდნის დონე დააფიქსირეთ რეზიუმეში)
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- სწრაფი და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პაციენტებისადმი არაკონფლიქტური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- პაციენტთა რეგისტრაცია და ნაღდი ფულის სალაროში გატარება.
- სატელეფონო შემომავალ ზარებზე დროული და ამამომწურავი პასუხის გაცემა.
- სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევა.
- უშუალო ხელძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში მოცემული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულება.
- დამატებითი ინფორმაცია:
➡სამუშაო დღეები: ორშაბათი -კვირა (5 სამუშაო დღე)
➡ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი+ბონუსი
(საშუალოდ 1300ლ)
- გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე:
- hr@khozrevanidze.ge
- სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს !✨
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
შპს „ხოზრევანიძის კლინიკის“ (ს/ნ:445435707) მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
- თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „ხოზრევანიძის კლინიკის“ ((ს/ნ:445435707) მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
- უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შპს „ხოზრევანიძის კლინიკა“ (ს/ნ:445435707) თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს მომავალში შესაძლო დასაქმების შეთავაზების მიზნით;
თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.
