ახალი წელი ახლოვდება, იმისთვის რომ არ შეგექმნათ საჭიროება თვეების მანძილზე დიეტებზე ყოფნის ან არ გაგიმწვავდეთ კუჭნაწლავის ტრაქტის დაავადებები, სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი :
2️⃣ სალათებში ძეხვეულის ნაცვლად გამოიყენეთ ნატურალური მოხარშული ხორცი, ასევე კონსერვირებული თევზი თავის წვენში
3️⃣ არ გამოიყენოთ მზა პაკეტირებული წვენები, რომლებიც გამოირჩევა მაღალ კალორიულობით, სარგებელი კი ნულის ტოლია. უკეთესია, მიიღოთ სუფთა წყალი (მასში შეგიძლიათ მოათავსოთ ხილის ნაჭრები, მაგ. ლიმონი)განსაკუთრებით ნუ გამოიყენებთ გაზიან სასმელებს
4️⃣ დაიწყეთ ბოსტნეულის სალათების მიღება და გააგრძელეთ ცილოვანი საკვებით ( ხორცი, თევზი)
5️⃣ შემწვარი კერძების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭეთ ღუმელში მომზადებულ კერძებს
6️⃣ სასმელებიდან სასურველია არჩევანი ჭიქა მშრალ წითელ ღვინოზე შევაჩეროთ 🍷 ან მცირე რაოდენობით კონიაკზე
7️⃣ მიიღეთ ბევრი წყალი კერძებსა და სადღეგრძელოებს შორის, რაც დაგეხმარებათ შიმშილის დაძლევაში და შეამცირებს სისხლში ალკოჰოლის კონცენტრაციას :)
8️⃣ დესერტად გამოიყენეთ ხილი, რაც ნაკლებად კალორიულია, ვიდრე სხვადასხვა ტკბილეული