ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ

2021-01-12

✔რაც არ უნდა სწორად ვიკვებებოდეთ, ახალი წლის სუფრა მაინც დატვირთულია სხვადახვა უგემრიელესი და მაღალკალორიული კერძებით. ამიტომ კალორიებისგან ორგანიზმს განტვირთვა ესაჭიროება.

 

      მიიღეთ წყალი დიდი რაოდენობით

 

1. მიიღეთ თბილი წყალი(8-10 ჭიქა დღეში). დაგეხმარებათ მადის დაქვეითებაში, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, წვავს ცხიმს. შეგიძლიათ მოათავსოთ ლიმონის ან ფორთოხლია ნაჭერი.

 

     ასევე, სასარგებლო პროდუქტები 

 

2. ცილოვანი პროდუქტი: კვერცხი, მიანიჭეთ უპირატესობა უცხიმო თევზს, ხბოს ხორცს, ინდაურს (მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული)

 

   აუცილებელია უჯრედისის შემცველი პროდუქტები 

 

3. უხვად მიიღეთ ბოსტნეული( ბროკოლი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, სალათის ფურცლები, კიტრი, პომიდორი და სხვა ) ის შეიცავს ცოცხალ უჯრედისს, ვიტამინებს და მინერალებს.

 

  ტკბილეულის ნაცვლად ხილი მიირთვით 

 

4. ტკბილეული ჩაანაცვლეთ ხილით: ავოკადო, მწვანე ვაშლი, მანდარინი, ფორთოხალი, კივი და სხვა.

 

ფიზიკური აქტივობა

 

5. ვარჯიში. რეგულარული და ზომიერი ვარჯიში ძალიან სასარგებლოა: სწრაფი სიარული, ძუნძული, სირბილი, ველოსიპედის ტარება და სხვა. გვეხმარება თავი უფრო ბედნიერად ვიგრძნოთ, უკეთ ვიაზროვნოთ, ვაკონტროლოთ წონა. არ მიიღოთ გაზიანი სასმელები, პაკეტირებული წვენები, ტკბილეული, ცომეული, ცხიმიანი საკვები!

 

                                                     

                                                     გასტროენტეროლოგი/დიეტოლოგი - მირანდა გაბაიძე