მუცლის ტკივილი ბავშვთა ასაკში ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია. მუცლის ტკივილის მანიფესტაცია შესაძლებელია იყოს :
მუცლის მწვავე ტკივილის მიზეზი:
▪მუცლის დახურული ტრავმა: შინაგანი ორგანოების კონტუზია, ჰემატომა, ჰემორაგია, პერფორაცია.
▪გასტროინტესტინური :(კუჭ-ნაწლავის ტრაქტი)
ობსტრუქციული პროცესი და პერიტონეუმის გაღიზიანება, მალროტაცია, ინვაგინაცია, შეხორცებითი გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, აპენდიციტი, ობსტრუქცია უცხო სხეულით, სიმსივნით, ფეკალომით, ჰელმინთებით.
ინტრააბდომინური დაავადებები :ინფექციური გასტროენტერიტი და კოლიტი (ვირუსული, ბაქტერიული, პარაზიტული), პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი, პეპტიური დაავადება და სხვ.
ექსტრააბდომინური დაავადებები :მენინგიტი, პნევმონია, სტრეპტოკოკული ფარინგიტი, შუა ყურის ანთება, მიოკარდიტი/პერიკარდიტი.
მეტაბოლური დარღვევები :დიაბეტური კეტოაციდოზი, პორფირია, ურემია, თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა.
სისტემური დაავადებები : ნამგლისებური ანემია, ჰენოხ-შონლაინის დაავადება, კავასაკის დაავადება.
მუცლის ქრონიკული ტკივილი
➡გასტროინტესტინური სისტემა (კუჭ-ნაწლავის ტრაქტი)
:ქრონიკული ყაბზობა, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პარაზიტული ინფექცია (ამებიაზი, გიარდიაზი), საკვების აუტანლობა (მაგ.: ლაქტოზის), გასტროეზოფაგური რეფლუქსი, Helicobacter pylori ინფექცია, ცელიაკია...
➡შარდ-სასქესო სისტემა :საშარდე გზების ინფექცია, შარდკენჭოვანი დაავადება, საშარდე გზების ობსტრუქცია, საკვერცხის ცისტა, ენდომეტრიოზი, მენჯის ანთებითი დაავადება. სხვა აბდომინური ეპილეფსია, ძალადობა (ფიზიკური, ემოციური, სექსუალური).
მუცლის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები ე.წ. „განგაშის ნიშნები "
მოულოდნელი, მწვავე მუცლის ტკივილი, რომლის ინტენსივობა ყოველ საათში იმატებს და რომელსაც ახლავს:
🔹მუცლის პროგრესული შებერვა;
🔹ჰემატემეზისი,( სისხლიანი ღებინება წითელი ან მოყავისფრო მასებით)
ჰემატოხეზია(წითელი ფერის სისხლიანი მინარევი განავალში) ან მელენა(შავი, კუპრისებრი, განავლოვანი მასები)
🔹 შეუპოვარი ღებინება (ზოგჯერ ნაღვლის ან ფეკალური მასების მინარევით);
🔹 შოკის ნიშნები;
🔹 ცხელება;
🔹 ორთოსტატიული ჰიპოტენზია;
🔹პერიტონიუმის გაღიზიანების ნიშნები: დეფანსი (კუნთების ლოკალური რიგიდობა), ლოკალური მტკივნეულობა, ბლუმბერგის ნიშანი;
🔹 ოლიგურია ( ძალზე მცირე რაოდენობის შარდის გამოყოფა.)
🔹 შესაძლებელია იყოს ნაწლავთა მოქმედების ან გაზების გამოყოფის შეფერხება, ნაწლავთა გაძლიერებული ყურყური ან პერისტალტიკის გაქრობა,
დიარეა;
🔹მოგვიანებით - ლეიკოციტოზი, ნეიტროფილოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრა, აჩქარებული ედსი.
დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული კვლევები და სპეციალისტთა კონსულტაციები
უმეტეს შემთხვევაში, მუცლის მწვავე ტკივილის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიკაცია შესაძლებელია ანამნეზის და ფიზიკალური გასინჯვის საფუძველზე.
პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს მწვავე ქირურგიული პათოლოგია. მწვავე მუცლის გამორიცხვის შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება გასტროენტეროლოგიური და არაგასტროენტეროლოგიური პათოლოგიის გამორიცხვა.
ჰოსპიტალიზაციის და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევის ჩვენებები:
კვლევების შერჩევა ხდება ასაკისა და სავარაუდო დიაგნოზის შესაბამისად !
მკურნალობა
დიაგნოზის დაზუსტების შემდეგ მუცლის მწვავე ტკივილის გამომწვევი დაავადების მართვა ხდება შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით.