ოტიტი ყურის ანთებაა. იმის მიხედვით, ყურის რომელი ნაწილის ანთებასთან გვაქვს საქმე, გამოყოფენ ოტიტის სამ სახეობას:
ოტიტით ყველა ასაკში ავადდებიან, მაგრამ მისი უმთავრესი სამიზნეები მაინც ბავშვები არიან. მათ 80%-ს სამ წლამდე შუა ყურის ანთება ერთხელ მაინც აქვს გადატანილი.
ყველაზე გავრცელებულია ორი ფორმა : გარეგანი ოტიტი და შუა ოტიტი.
გარეთა ოტიტი - არსებობს გარეთა ოტიტის ორი ფორმა : შემოსაზღვრული (გარეთა სასმენი მილის ფურუნკული) და დიფუზური.
შემოსაზღვრული გარეთა ოტიტი ვითარდება გარეთა სასმენი მილის ფიბროზულ-ხრტილოვანი ნაწილის თმის ფოლიკულებსა და ცხიმის ჯირკვლებში ინფექციის (უმეტესად - სტაფილოკოკის) შეღწევისას, რასაც ხელს უწყობს ასანთით თუ სხვა საგნით ყურის მოქავების შედეგად გარეთა სასმენ მილში გაჩენილი მცირე ტრავმები. გარეთა სასმენი მილის ფურუნკულები ხშირად ჩნდება შაქრიანი დიაბეტის, პოდაგრის, A B, C ჰიპოვიტამინოზის დროს. ზოგჯერ პროცესი ყურის ირგვლივ არსებულ ჯირკვლებზეც ვრცელდება.
დიფუზური გარეთა ოტიტი უმეტესად ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის დროს, სასმენი მილის კანში და კანქვეშა შრეში სხვადასხვა ბაქტერიისა თუ სოკოს შეღწევისას ვითარდება. ხშირად ანთებითი პროცესი დაფის აპკზეც ვრცელდება.
სიმპტომები მწვავე დიფუზური გარეთა ოტიტის დროს ავადმყოფები უჩივიან
ოტოსკოპიის დროს შეიმჩნევა კანის ჰიპერემია (სიწითლე), შეშუპება, გარეთა სასმელი მილის სანათურის შევიწროება. დიფუზური გარეთა ოტიტის დროს გარეთა სასმენი მილის ჰიპერემიასა და შეშუპებასთან ერთად შეინიშნება სველი უბნები კანის ზედა შრის აშრევების გამო. პროცესი შეიძლება გავრცელდეს დაფის აპკზე, რომელიც ასეთ დროს ჰიპერემიული და გასქელებული ჩანს. ყურის ტკივილი ძლიერდება წინასახურზე დაჭერისა და ყურის ნიჟარის მოქაჩვის შემთხვევაში. პირის გაღების დროს ტკივილი შეინიშნება ფურუნკულის წინა კედელზე ლოკალიზაციის დროს.
პროგნოზი გარეთა ოტიტის დროს სმენა არ ქვეითდება. უნდა მოხდეს დიფერენცირება მწვავე შუა ოტიტის, მასტოიდიტისა და ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტისგან.
მკურნალობა ფურუნკულის დროს რეკომენდებულია, გარეთა სასმენ მილში ჩაიდოს ყუროს წვეთებით გაჟღენთილი დოლბანდის ტურუნდა. კარგია თბილი კომპრესი, ფიზიოთერაპიული პროცედურები, აუტოჰემოთერაპია, ვიტამინთერაპია. ანტიბიოტიკები და სულფანილამიდები ინიშნება გამოხატული ინფილტრაციისა და ტემპერატურის მომატების შემთხვევაში. აბსცესის წარმოქმნისას ნაჩვენებია მისი გახსნა. დიფუზური ანთების დროს სასმენ მილს ამუშავებენ კორტიკოსტეროიდული კრემით , სინტომიცინის ემულსიით. ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები. გარდა ამისა, ხდება სასმენი მილის დასხივება დაბალენერგიული ჰელიო-ნეონური ლაზერით.