პრედიაბეტი
პრედიაბეტი წარმოადგენს მდგომარეობას, დიაბეტისკენ მიმავალ გზას.ეს არის მდგომარეობა,როცა შაქრის შემცველობა სისხლში უფრო მაღალია ,ვიდრე უნდა იყოს ნორმაში,მაგრამ არა იმდენად,რომ ეს ჩაითვალოს შაქრიან დიაბეტად. ჩარევის გარეშე პრედიაბეტი დაახლოებით 10წლის ან უფრო ნაკლები დროის განმავლობაში გადადის ტიპ 2 დიაბეტში.
კუჭქვეშა ჯირკვალი ანუ პანკრეასი არის ორგანო, სადაც ხდება ინსულინის გამომუშავება. ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰორმონის მთავარი დანიშნულებაა საკვებიდან შაქრის (გლუკოზის) ათვისება და ენერგიის წყაროდ გამოყენებაა, ასევე, აქვს უნარი შექმნას გლუკოზას მარაგი შემდგომი საჭიროებისთვის. ამ გზით ინსულინი იცავს ორგანიზმს სისხლში შაქრის როგორც მაღალი (ჰიპერგლიკემია) , ისე დაბალი (ჰიპოგლიკემია) შემცველობისგან.პრედიაბეტის არსებობა ნიშნავს, რომ ეს მექანიზმი არ მოქმედებს ისე,როგორც საჭიროა.
საკვების მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნახშირწყლები იშლება მარტივ შაქრებად, რომელიც გადადის სისხლში, ამის შედეგად სისხლში გლუკოზას დონის მომატება წარმოადგენს სიგნალს პანკრეასის ბეტა უჯრედებისთვის , რომ გამოყოს შესაბამისი რაოდენობით ინსულინი და სისხლში შაქრის მაჩვენებელი დააბრუნოს ნორმალურ ფარგლებში. თუ ორგანიზმში მოხვდა იმაზე მეტი შაქარი, ვიდრე მას იმ მომენტში ესაჭიროება, ინსულინი ახდენს მის დამარაგებას ღვიძლში, რათა გამოიყენოს ისეთ დროს, როდესაც სისხლში შაქრის დონე იქნება დაბალი (საკვების მიღებებს შორის შუალედში), ან საჭირო გახდება დამატებითი ენერგია (ფიზიკური დატვირთვის დროს). რაც მეტი გლუკოზა ხვდება ორგანიზმში, მით მეტი ინსულინის გამომუშავება უწევს პანკრეასს, რათა უზრუნველყოს სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნება. ამიტომ დიდი რაოდენობით შაქრიანი საკვების მოხმრება, ცხადია, პანკრეასის გადატვირთვის მიზეზი ხდება.
გამომწვევი მიზეზები
ზუსტი გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ გენეტიკა და ოჯახური ისტორია წამყვან როლს თამაშობს დაავადების განვითარებაში. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე არააქტიური ცხოვრების წესი და ჭარბი წონა.
რა სიმპტომები ახასიათებს?
სიმპტომები როგორც წესი პრედიაბეტს არა აქვს გამოხატული. ექიმს უნდა მიმართოთ , თუ შეამჩნევთ შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელ ჩივილებს:
რა არის ნორმის ზღვარი?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით 110 მგ/დლ-ზე არის ნორმის ზღვარი გლუკოზისთვის, ხოლო ამერიკის დიაბეტის ასოციაციისთვის ნორმის ზედა ზღვარი არის 100.
რა შემთხვევაში ისმევა პრედიაბეტის დიაგნოზი?
პრედიაბეტის დიაგნოზი ისმევა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით:
გლუკოზა (უზმოზე) 110 – 125 მდე. (6,1 – 6,9)
ხოლო ამერიკის დიაბეტის ასოციაციის მიხედვით - 100 - დან 125 მდე.
ტოლერანტობის ტესტი (75 გ გლუკოზის მიღების შემდეგ 2 საათში გლუკოზის დონე 140 – 199 მგ დლ).
გლიკირებული ჰემოგლობინი:დიაგნოსტიიკური მაჩვენებელია 5,7-6,4%
მკურნალობის თავისებურებები:
ცხოვრების სტილის შეცვლა შესაძლებლობას აძლევს პრედიაბეტით დაავადებულებს გადაავადონ ან თავიდან აიცილონ დარღვევის პროგრესირება და შაქრიანი დიაბეტის განვითარება. ამისათვის დაცული უნდა იქნას სამი „ოქროს“ წესი:
რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას, შესაბამისი პრეპარატების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღება ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
პრედიაბეტი აქტუალური პრობლემაა ასევე ბავშვებშიც. იგივე ცვლილებები ცხოვრების წესში, რაც რეკომენდირებულია მოზრდილების შემთხვევაში, ხელს უწყობს დაავადების შეჩერებას.
პროგნოზი
დიაბეტი არ არის გარდაუალი პრედიაბეტიდან. მისი სტატისტიკური ალბათობა 3-5 წელიწადში არის 25% , ხოლო იმ ადამიანებითვის, ვინც მოახდენს პრევენციულ ღონისძიებებს, მას არ დაემართება დიაბეტი.
თამარ მუხაშავრია - ენდოკრინოლოგი