რომელი ორგანოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის უმთავრესი? ყველაზე მეტად რომელი სისტემის გამართული მუშაობა გვჭირდება? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს და ალბათ შეუძლებელიცაა არსებობდეს. ადამიანის ორგანიზმი ხომ ერთიანი სისტემაა, რომლის ყოველ ელემენტს თავისი განუმეორებელი ფუნქცია აქვს. მათ შორის მთავრის გამოყოფა ძნელია. ორგანიზმის ჯანმრთელობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სრულყოფილად და შეთანხმებულად ასრულებენ მისი ნაწილები თავიანთ როლს.
ორგანიზმის მეეზოვეები
საშარდე სისტემა ერთგვარი დრენაჟია, რომელსაც ორგანიზმიდან ნარჩენები და ზედმეტი სითხე გამოაქვს. ის მოიცავს ორ თირკმელს, ორ შარდსაწვეთს, შარდის ბუშტსა და შარდსადენ მილს, იმავე ურეთრას. შარდი სისხლის ფილტრაციის შედეგად თირკმელებში წარმოიქმნება და შარდსაწვეთების გავლით ჩაედინება შარდის ბუშტში. შარდის ბუშტი საჭიროებისამებრ იკუმშება და შარდს ურეთრაში უშვებს, საიდანაც ის საბოლოოდ გამოიდევნება გარეთ.
ინფექცია საშარდე გზებში
საშარდე გზების ინფექციები ყველაზე გავრცელებულ ინფექციათა ჩამონათვალში მეორე ადგილს იკავებს.საშარდე გზების ინფექცია (სგი) ეწოდება საშარდე სისტემის ნებისმიერ ადგილას განვითარებულ ინფექციას. ის უმეტესად ქვედა საშარდე გზებში – შარდის ბუშტსა და შარდსადენში – ლოკალიზდება
რისკფაქტორები
როგორ ამოვიცნოთ?
საშარდე გზების ინფექციაზე მიუთითებს:
* ტკივილი ან წვა შარდვის დროს;
* ხშირი შარდვა;
* მყრალი შარდი;
* მოშარდვის ძლიერი სურვილი;
* მცირე ულუფებით შარდვა;
* მღვრიე შარდი;
* სისხლი შარდში;
* მომატებული ტემპერატურა, დაღლილობა, ოფლიანობა;
* წელის ტკივილი ან ზურგის ტკივილი ნეკნების ქვეშ;
* დაჭიმულობის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში.
დიაგნოსტირება:
ოქროს სტანდარტი შარდის ანალიზი და ულტრაბგერითი კვლევაა
საშარდე გზების ულტრაბგერითი კვლევა არაინვაზიური, სწრაფი, დროში ხანმოკლე პროცედურაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მაღალი ეფექტურობით შევაფასოთ თირკმლებისა და საშარდე გზების სტრუქტურული ცვლილებები
ულტრაბგერითი კვლევის ჩატარების ჩვენებებია:
1: ტკივილი წელის არეში
2.შარდვის დარღვევები
3.ჰემატურია (სისხლიანი შარდი)
ულტრაბგერითი კვლევა წარმოადგენს ერთერთ ბაზისურ კვლევას თირკმლის ისეთი დავაადების დროს, როგორიცაა:
დაუთმეთ დრო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას და თავიდაც აიცილეთ შესაძლო გართულებები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!
რადიოლოგი- ელზა ვარშანიძე