რა არის სისხლდენა საშვილოსნოდან?
ეს არის ხანგრძლივი(8დღეზე მეტი) და არარეგულარული ჭარბი ან ზომიერი სისხლიანი გამონადენი საშვილოსნოდან.
გამოწვეულია ანომალიური პროცესებით, რომელიც შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში:პუბერტატულ(სქესობრივი მოწიფების დროს), რეპროდუქტიულ, პრე და პოსტმენოპაუზურ ასაკში( განსაკუთრებით საყურადღბოა სისლდენა ასაკოვან პაიენტებში მენოპაუზის-მენსტრუაციის შეწყვეტის შემდეგ).
სისხლდენის მიზეზი მრავალია და შეიძლება გახდეს: სისხლისა და მისი შემადედებელი სისტემის დარღვევა, სასქესო ორგანოების ტრავმა, სპონტანური აბორტი,ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული სისტემის დარღვევა,ბალანსის დარღვევა სასქესო ჰორმონებს ესტროგენსა და პროგესტერონს შორის, აბსოლუტური ან შეფარდებითი ჰიპერესტროგენია, ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია(ჯირკვლოვანი,
საშვილოსნოდან სისხლდენა შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე იწყება უეცრად და არის მასიური, ქრონიკულის დროს პერიოდულად რამდენიმე თვის განმავლობაში აღინიშნება ზომიერი ან ჭარბი სისხლიანი გამონადენი საშვილოსნოდან.
სისხლდენის მიზეზის დასადგენად პაციენტის გინეკოლოგიურ სავაძელზე გასინჯვის შემდეგ აუცილებელია მცირე მენჯის ღრუს ექოსკოპიური კვლევა, შემდეგ კი სისხლდენის ხანგრძლივობისა და ინტენსივობის, პაციენტის ზოფადი მდგომარეობისა და ასაკის გათვალისწინებით დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეირჩევა საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები: ენდომეტრიუმის ბიოფსია, ჰორმონალური სტატუსის, სისხლის რეოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრა, ჰისტეროსკოპია,ენდოკრინოლოგის და ჰემატოლოგის კონსულტაცია, რიგ შემთხვევებში მრტ კვლევა და სხვა.
მკურნალობა ითვალისწინებს :
შენიშვნა: თვითმკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის მდგომარეობის გართულება და სისხლის მასიური დაკარგვის შემთხვევაში გაუარესება კრიტიკულ მდგომარეობამდე, ამიტომ აუცილებელია მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას(გინეკოლოგს)
ნანა გორგილეძე - გინეკოლოგი