გაზაფხულის დაწყებასთან ერთად ბავშვებში ხშირად თავს იჩენს ჰიპოვიტამინოზი. ასეთ დროს ორგანიზმში აღინიშნება 1 ან რამდენიმე ვიტამინის ნაკლებობა. ჰიპოვიტამინოზის უფრო მძიმე მდგომარეობა ავიტამინოზია, როცა ორგანიზმში ვიტამინების რაოდენობა იმდენად მკვეთრადაა შემცირებული, რომ ამის გამო სხვადასხვა დაავადება ვითარდება. იგი უმეტესწილად გამოწვეულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მძიმე დაავადებებით ან არაჯანსაღი კვებით.
ძირითადად ჰიპოვიტამინოზი გარდატეხის ასაკამდე ბავშვებშია გავრცელებული. თუმცა გაზაფხულზე თითქმის ყველას ორგანიზმში შეიმჩნევა ვიტამინების ნაკლებობა, რადგან ამ პერიოდში ჯერ არ არის შემოსული ახალი ხილ-ბოსტნეული.
☑ არსებობს გარკვეული სიმპტომები, რომელთა მეშვეობითაც თავად შეგვიძლია განვსაზღვროთ ვიტამინების კონკრეტული ჯგუფის ნაკლებობა. მაგალითად:
A ვიტამინის ნაკლებობის დროს მხედველობა უარესდება, კანი იქერცლება, თმა და ფრჩხილები კი მსხვრევადი ხდება;
B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობისას ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები იჩენს თავს;
C ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს გათხელებული კაპილარები, სისხლჩაქცევების წარმოქმნისადმი მიდრეკილება, დაბალი ჰემოგლობინი;
D ვიტამინისა და კალციუმის ნაკლებობაზე ბავშვებში მიუთითებს რაქიტის გამოვლინება. ასეთ დროს აუცილებელია ბავშვი ვასეირნოთ მზეზე, რადგან მზეზე ხდება D ვიტამინის სინთეზი კანში და ამის შედეგად ძლიერდება კალციუმის შეთვისება. კალციუმის ნაკლებობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს ხშირი ოფლიანობაც.
გადაჭრის გზები:
ნონა ფაღავა - პედიატრი / ოჯახის ექიმი