ვიტამინ B12-ის დეფიციტი

2022-04-29

ვიტამინი B12, იგივე კობალამინი, არის წყალში ხსნადი ვიტამინი. მას ორგანიზმი არ გამოიმუშავებს, იგი ცხოველური წარმოშობის საკვებში გვხვდება.

ვიტამინი B12 აუცილებელია დნმ-ის სინთეზისა და ჯანმრთელი ნერვული სისტემისათვის. იგი აგრეთვე მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების ფორმირებაში, რომლებიც ქსოვილებისთვის ჟანგბადისა მიწოდებას უზრუველყოფენ.

ვიტამინის დეფიციტის მიზეზები უმეტესწილად შემდეგია: არასრულფასოვანი კვება, შინაგანი ფაქტორის დათრგუნვა, აბსორბციის დათრგუნვა თეძოს ნაწლავიდან, გენეტიკა, მედიკამენტები.

ვიტამინ B12-ის დეფიციტი, ჩვეულებრივ, მოკლე ხანში არ იჩენს თავს, რადგან ადამიანების უმრავლესობას, ვეგეტარიანელების გარდა, ღვიძლში B12-ის რამდენიმე წლის მარაგი აქვთ. მისი დეფიციტისას აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: დაღლილობა, ანემია, თავბრუსხვევა, სმენის პრობლემები, უმადობა, მეხსიერების დაკარგვა.

იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება ვიტამინის დეფიციტის შევსება, არსებულმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს:

  • კოგნიტიური დარღვევები, მათ შორის დემენცია & ალცჰეიმერის დაავადება;
  • ბავშვებში სწავლისა და/ან განვითარების დარღვევები, მათ შორის აუტიზმის სპექტრი;
  • ქალისა და მამაკაცის უნაყოფობა;
  • გაფანტული სკლეროზი, პარკინსონი და სხვა ნევროლოგიური დარღვევები;
  • კანის ჰიპერპიგმენტაცია;
  • დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია და სხვა ფსიქოლოგიური დარღვევები;
  • ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაცია;
  • დიაბეტური ნეიროპათია;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
  • აუტოიმუნური მდგომარეობები.

B 12 ვიტამინის შემცველი პროდუქტებია: რძე, საქონლის ხორცი, ორაგული, კალმახი, კვერცხი და ა.შ.

                                                                                                                      ენდოკრინოლოგი / მედიცინის დოქტორი - თამარ პეშკოვა