ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა) ბავშვთა ასაკში
რა იწვევს ბავშვებში ჰიპერტენზიას და როგორია წნევის პრევენცია?
ჰიპერტენზია მხოლოდ ზრდასრულების ან ასაკოვანთა პრობლემა არ არის, მაღალი წნევა შესაძლოა მცირეწლოვან ბავშვებსაც ჰქონდეთ.
არტერიული ჰიპერტენზიის სტადიებია:
არტერიული წნევის დონე 120-129/80 მმ ვწ-ზე განიხილება როგორც პრეჰიპერტენზია და ნიშნავს, რომ ბავშვი მაღალი არტერიული წნევის განვითარების რისკის ქვეშ იმყოფება
ჰიპერტენზიის 1 სტადია არის 130-139/80-89 მმ ვწ
ჰიპერტენზიის მე-2 სტადია - 140/90 მმ ვწ-ზე მეტი
ჰიპერტენზიული კრიზისი - 180/120 მმ ვწზე ან უფრო მაღალი
ბავშვს ჰიპერტენზიის დიაგნოზი ესმება მაშინ, როდესაც მისი არტერიული წნევა აღემატება იმავე სქესის, ასაკისა და სიმაღლის მქონე ბავშვთა 95%-ის მაჩვენებელს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, წნევაც მით უფრო დაბალია და მით უფრო სავარაუდოა, რომ მაღალი წნევა კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობითაა განპირობებული.
პირველადი (ესენციური) ჰიპერტენზიის მიზეზი შეიძლება გახდეს:
მაღალი წნევის ოჯახური ისტორია
დიაბეტი ტიპი 2
ქოლესტერინის მაღალი დონე
ჭარბი მარილის მიღება
წარბი წონა
უმოძრაობა
მცირეწლოვან ბავშვებთან მაღალი არტერიული წნევა, ჩვეულებრივ, მეორეულია და უკავშირდება:
გულის მანკს
ჰორმონალურ ცვლილებებს
თირკმლის პარენქიმულ და სისხლძარვოვან დაავადებებს
თირკმელზედა ჯირკვლის დარღვევებს
ჰიპერთირეოზს
მაღალი წნევა, როგორც წესი, ბავშვებთან ნაკლებად იწვევს სიმპტომებს, თუმცა ძლიერ მომატებაზე (ჰიპერტენზიული კრიზი) მიანიშნებს თავის ტკივილი,ღებინება, გულმკერდის ტკივილი, სწრაფი გულისცემა, ჰაერის უკმარისობა, კრუნჩხვა.
ბავშვებს, რომელთაც მაღალი წნევა აქვთ, აუცილებელია მკურნალობა, რადგან შესაბამისი მკურნალობის გარეშე მათ ზრდასრულ ასაკშიც ჰიპერტენზიის ქონის მაღალი რისკი აქვთ, რაც ზრდის გართულებების განვითარების ალბათობას.
ბავშვს არტერიული წნევა უნდა გაიზომის ექიმთან ყოველი რუტინული ვიზიტის დროს სამი წლის ასაკიდან.
პრევენციისა და წნევის კონტროლისათვის აუცილებელია:
ჭარბი წონის კონტროლი;
ფიზიკური აქტივობისკენ წახალისება(ბავშვმა დღეში 60 წუთი მაინც უნდა დაუთმოს ზომიერ და ძლიერ ფიზიკურ აქტივობას);
კომპიუტერთან, ტელევიზორთან, ელექტრონულ მოწყობილობებეთან გატარებული დროის შემცირება;
ჯანსაღი კვება - საჭიროა დღის რაციონში შედიოდეს ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი საკვები, ნაკლებად ცხიმიანი რძის ნაწარმი, მარცვლეული