ხამხამი არის უნებლიე რეფლექსი,რომელიც ხელს უწყობს თვალის გაწმენდასა და დატენიანებას.
გახშირებული თვალის ხამხამი ხშირია ბავშვებში, ის შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა გარემო ფაქტორებით. მაგალითად : სინათლისა და მტვრის ზემოქმედებით.
მიზეზის ძიება უნდა დაიწყოთ ოფთალმოლოგიური კვლევით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი უჩივის დისკომფორტს ან ტკივილს ხამხამის დროს.
აუცილებელია ისეთი ოფთალმოლოგიური მიზეზების გამორიცხვა როგორიცაა:
ანთებითი დაავადებები
თვალის სიმშრალე
უცხო სხეული
რქოვანას ეროზია
წამწამების არასწორი ზრდა
ოპტიკის ანომალია
სიელმე
თვალის დაძაბულობა შესაძლოა გამოწვეული იყოს - ტელევიზორის ხანგრძლივი ყურებით, კომპიუტერის, ტელეფონის გამოყენებისა და/ ან წიგნის კითხვით.
ხშირმა ხამხამმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური პრობლემები და სტრესი ბავშვებში: ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, მოტორული ტიკი, "ჩვეული" ტიკი. ობსესიურ-კომპულსიური ნევროზის დროს თვალის ხამხამი ეხმარება ბავშვს დამშვიდებაში აკვიატებული აზრებისა და შიშების შეტევის დროს.
მოტორული ტიკები კი პირიქით, ხდება ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ , ის ძირითადად გამოწვეულია სტრესითა და ძილის ნაკლებობით. "ჩვეულებრივ ტიკებს" ასევე ახლავს სხეულის მოძრაობები.
ეს 3 მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა, ამ ტიპის ტიკის ნევროლოგიური მიზეზები არ არსებობს და თავის ტვინის ტომოგრაფიას არ საჭიროებს.
მაგრამ შეიძლება დაგჭირდეთ ბავშვთა ფსიქიატრის ან ფსიქოთერაპევტის დახმარება.
პედიატრიული ოფთალმოლოგიისა და სტრაბიზმის ამერიკული ასოციაციის თანახმად, როდესაც ოფთალმოლოგმა დასვა დიაგნოზი, რომ ბავშვს თვალის პრობლემა არ აქვს, უმჯობესია, მშობლებმა ზედმეტი ყურადღება არ გაამახვილოს თვალის ხშირ ხამხამზე, რადგან სიმპტომები თავისთავად ეტაპობრივად უმჯობესდება და კლებულობს.
თუ ჩვეული ტიკები გრძელდება, უნდა განიხილოთ ისინი თქვენს პედიატრთან, რომელიც დაგეხმარებათ სტრესისა და შფოთვის მართვის გზების იდენტიფიცირებაში.
მაგრამ, თუ ბავშვს აქვს მრავლობითი ტიკი და/ან ვოკალური ტიკი, რომელსაც წარმოთქვამს ან გამოხატავს უნებლიეთ, ასეთ შემთხვევაში, რეკომენდებულია ნევროლოგის კონსულტაცია, ვინაიდან დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით.