ყაბზობა (შეკრულობა) – არის ნაწლავის დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა. ის ძალიან გავრცელებული პრობლემაა, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად შეუწუხებია. ხშირად დაავადება აღენიშნება ბავშვებს და მოხუცებს.
ყაბზობის გამომწვევი მიზეზები:
გარეგანი მიზეზები
- არასაკმარისი უჯრედისი და სითხე
- კუჭში გასვლის სურვილის იგნორირება
სტრუქტურული
- კოლორექტალური: ნეოპლაზია, სტრიქტურა, იშემია, ნაწლავის შემოგრეხა, დივერტიკულები
- ანორექტალუტი: ანთება, პროლაფსი, ნახეთქები, სტრიქტურა
სისტემური
- ჰიპოკალიემია
- ჰიპერკალიემია
- ჰიპერპარათირეოზი
- ჰიპოთირეოზი
- შაქრიანი დიაბეტი
- ადისონის დაავადება
- ფეოქრომოციტომა
- პორფირია
- ამილოიდოზი
- სკლეროდერმია
- ორსულობა
ნევროლოგიური
- პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, ტრავმები, იშემია, სიმსივნეები
- ავტონომიური ნეიტოპათია
- ჰირშპრუნგის დაავადება
მედიკამენტური
- ოპიოიდები
- ანტიქოლონერგული
- ანტიდეპრესანტები
- ანტაციდები (ალუმინური და კალციუმი)
- ანტიჰიპერტენზიული
- ანტიჰიპერტენზიული
- შარდმდენები
- რკინის პრეპარატები
- ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები
- ქოლესტერამინი
გაურკვეველი პათოფიზიოლოგიის
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
- ფუნქციური შეკრულობა (განმავლოვანი მასების დუნე გადაადგილება)
- მენჯის ღრუს დისფუნქცია
ყაბზობის განვითარების რისკის ჯგუფები და ფაქტორები
- ახალშობილები და ბავშვები
- 55 წელს გადაცილებული პირები
- შეზღუდული მოძრაობა
- არასაკმარისად სითხისა და უჯრედისის მიღება
- მედიკამენტები (ზედმეტი) განსაკუთრებით მოხუცებში
- საფაღარათო საშუალებების უხეშად გამოყენება
- მოგზაურობა და ა.შ
შეკრულობას მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ უმთავრესი მაინც ცხოვრების წესი და არასწორი კვებაა. ორივე ფაქტორი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს დროში, ამიტომ ყაბზობის ცივილიზაციის თანმხლებ დაავადებადაც მოიხსენიებენ.
სიმპტომები
- ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება მუცელში
- მეტეორიზმი, ყურყური
- დაუცლელობის შეგრძნება
- საერთო სისუსტე, თავბრუხვევა
- მადის დაქვეითება
- ბოყინი
- გულისრევა
რჩევები და რაციონი ყაბზობის დროს
- წყალი არანაკლებ 2,5 ლ დღეში
- აუცილებელია ჯანსაღი, მცენარეული უჯრედისით მდიდარი საკვები (ვაშლი, შავი ქლიავი, გარგარი, მაყვალი და ა. შ)
- ბოჭკოვანი საკვები, ყველაზე უხვად მათ მარცვლეულის ქერქი შეიცავს: ხორბალი, სიმინდი, ქერი და სხვა
ბოსტნეული (ზღვის კომბოსტო, ბროკოლი, ჭარხალი, სტაფილო და ა. შ)
- რძის პროდუქტები: ნაკლებცხიმიანი მაწონი, კეფირი, იოგურთი)
- საქონლის ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები და ა.შ
- უნდა მოერიდოთ გაზიან სასმელებს, მუქ ყავას, ჩაის, შოკოლადს, მოცვს, ბრინჯს, კარაქს, მის ნაცვლად გამოვიყენოთ მცენარეული ზეთი.
- საფაღარათო საშუალებები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ
- მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში.
გართულებები
ბოლო პერიოდში ძალიან ხშირია მსხვილი ნაწლავის დივერტიკულოზი, რაც მისი კედლის სუსტ ადგილებში ჯიბეების გაჩენას ნიშნავს. შეკრულობის დროს იმატებს ნაწლავშიდა წნევა, რის გამოც ჯიბეები შესაძლოა გაიზარდოს და მათში მოხვედრილი შიგთავსისგან ვერ გათავისუფლდეს. ამას შეიძლება მოჰყვეს ანთებითი პროცესები,რასაც დივერტიკულიტი ეწოდება. მას შესაძლოა მოჰყვეს კედლის პერფორაცია ( გახვრეტა) , რაც მეტად სერიოზული გართულებაა. ამიტომ გართულებების თავიდან ასაცილებლად სასურველია ყაბზობის პრობლემა დროულად მოგვარდეს, მივმართოთ სპეციალისტს და გავითვალისწინოთ რჩევები.
მირანდა გაბაიძე - გასტროენტეროლოგი/დიეტოლოგი