არტერიული ჰიპერტენზია

2024-05-15

არტერიული ჰიპერტენზია

არტერიული ჰიპერტენზია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სისტემური არტერიული წნევის მატებით >140/90.

ის მსოფლიო მოსახლეობის 30-45% მერყეობს, მცირედი პრევალირებით მამაკაცებში.

არტერიული ჰიპერტენზიის რისკის ფაქტორებია:

  • სქესი,
  • ასაკი,
  • თამბაქო,
  • ლიპიდური ცვლის დარღვევა,
  • შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2,
  • ჭარბი წონა ან სიმსუქნე,
  • გენეტიკური ფაქტორი,
  • ქალებში ნაადრევი მენოპაუზა,
  • მჯდომარე ცხოვრების სტილი(არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა),
  • ფსიქოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები,
  • გულის მაღალი სიხშირე (მოსვენებულ მდგომარეობაში >80 დარტყმა წთ.)

 

არსებობს პირველადი ჰიპერტენზია, რომელიც პირველადად ვლინდება და მეორადი, რომელიც სხვა  დაავადების თანმხლებად და გართულებად გამოვლინდება. მეორადი უპირატესად <40 წ. ასაკში ვლინდება.

 

არტერიულ ჰიპერტენზიას შეიძლება ახლდეს სერიოზული გართულებები:

  • ჰემორაგიული ინსულტი,
  • იშემიური ინსულტი,
  • მიოკარდიუმის ინფარქტი,
  • უეცარი სიკვდილი,
  • გულის უკმარისობა,
  • პერიფერიული არტერიების დაავადება,
  • თირკმელების დაავადება.
  • მაღალია წინაგულთა ფიბრილაციის (არითმიის სახე) განვითარების რისკი,
  • კოგნიტიური დარღვევები, დემენცია.

 

  • მნიშვნელოვანია !

ჩატარდეს პაციენტის მიერ არტერიული წნევის მონიტორინგი სახლის პირობებში! რეგულარულად, ყოველდღიურად არტერიული წნევის გაზომვა დღეში ორჯერ, დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდებში, დილით და საღამოს. (სასურველია  3- 7  დღის  განმავლობაში).

წნევის გაზომვამდე პაციენტი უნდა  იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში, ემოციურად დამშვიდებული. წნევა უნდა გაიზომოს მჯდომარე (ან წოლით) მდგომარეობაში ორივე მხარზე, შესაბამისი ზომის მანჟეტით. მანჟეტი უნდა ეკვროდეს უშუალოდ კანს( და არა ტანისასმოსზე)  საშუალოდ, არამჭიდროდ. პირველადად  უნდა გაიზომოს ორივე მხარზე, ორჯერადად 2 წუთის შუალედით, რადგან შესაძლოა იყოს პერიფერიული არტერიების დაავადება, რაც იძლევა არტერიული წნევის მაჩვენებლის სხვაობას 15 მმ.ვწყ. სვ. მეტად. არტერიული წნევის მაჩვენებლად უნდა ჩაითვალოს მაქსიმალური მიღებული შედეგი. არეტრიულ წნევასთან ერთად სასურველია, პაციენტმა დაითვალოს პულსი მაჯაზე ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში 1 წუთის განმავლობაში. ნორმაში ის ნაკლები უნდა იყოს 80  დარტყმაზე წუთში. მიღებული შედეგები ექიმთან ვიზიტისას გააცნოს ექიმს.

 

  • არითმიის არსებობის შემთხვევაში, სასურველია, პაციენტმა გამოიყენოს მექანიკური წნევის საზომი აპარატი.

 

რეკომენდაცია:

არტერიული ჰიპერტენზიის დროს მნიშნელოვანია სუფრის მარილის შეზღუდვა < 5 მგ.

ზომიერი ფიზიკური აქტივობა;

დაბალანსებული, ჯანსაღი კვება;

წონის კორექცია.

 

დაუშვებელია თვითნებურად ან არაპროფესიონალისრჩევით მედიკამენტების მიღება!

 

                                       კარდიოლოგი/კარდიოექოსკოპისტი- სოფიო ღოღობერიძე