პირველადი თავის ტკივილი - შაკიკი

2024-06-06

 

პირველადი თავის ტკივილი მოიცავს შაკიკს,კლასტერულ თავის ტკივილს , დაძაბვის თავის ტკივილს და  პირველადი თავის ტკივილის სხვა   იშვიათ ფორმებს.

განვიხილოთ პირველად თავის ტკივილის ერთ-ერთი სახე-შაკიკი- ჰემიკრანია

შაკიკი წარმოადგენს პერიოდულად მორეციდივე,შეტევებით მიმდინარე,უპირატესად ცალმხრივ თავის ტკივილს,რომელიც თანდართულია გულისრევით, პირღებინებით, ფოტო-ფონოფობიით.ზოგჯერ მას წინ უსწრებს   ან მოსდევს გარდამავალი ფოკალური ნევროლოგიური სიმპტომები.

შემთხვევათა 10%-ში პირველი შეტევა  ბავშვობის ასაკში აღინიშნება. დაავადება უპირატესად იწყება 20-30 წლის ასაკში,ქალები მეტად ავადდებიან,ვიდრე  კაცები (3:1). თავის ტკივილი 1-2 საათის განმავლობაში ნელ-ნელა ვითარდება. იგი არის მფეთქავი ხასიათის, საშუალოდ ან ძლიერი ინტენსივობის,უპირატესად ლოკალიზებულია ცალ მხარეს, შუბლ- საფეთქლის არეში ან რეტროორბირტულად, ტკივილი გრძელდება რამდენიმე საათიდან 72 საათამდე, თან ახლავს გულისრევა,ნაწილობრივ პირღებინება,ასევე სინათლის და ხმაურის აუტანლობა. ტკივილის დროს პაციენტები უნარშეზღუდულნი არიან და ნებისმიერი დატვირთვა ზრდის ტკივილს.პაციენტები ცდილობენ  იყვენენ ჩუმ,ბნელ ადგილას, დაიძინონ.თუ აღწერილი თავის ტკივილს წინ უძღვის გარდამავალი ფოკალური ნევროლოგიური სიმპტომები,მაშინ მას შაკიკი აურით ეწოდება.

ფოკალური სიმპტომებიდან აღსანიშნავია ვიზუალური ნევროლოგიური დარღვევები:მოციმციმე კაშკაშა წერტილები,რომლებიც ცენტრიდან პერიფერიისკენ ვრცელდება და სკოტომებს  ტოვებს. შეიძლება გავითარდეს პარესთეზიები,ანესთეზია,ჰიპო ან ჰიპერტეზია,მოტორული დეფიციტი,აფაზია,თავბრუხვევა და სხვა.

აურა იწყება თანდათან და ასევე თანდათან  უკუვითარდება.  აურის შემდეგ ვითარდება თავის ტკივილი,რომელიც როგორც წესი, აურის სიმპტომების კონტრალატერალურადაა გამოხატული.

 შაკიკის შეტევის გამომწვევი ფაქტორებია: სტრესი,ძილის რიტმის დარღვევა,ალოჰოლის,შოკოლადის,ყველის და ნიკოტინის მიღება. ასევე იწვევს ორალური კონტრაეპტივები, გარდა ამისა, შეტევა შეიძლება აღმოცენდეს მენსტრუალური ციკლის დროს.

დიაგნოზის დასმა ძირითადად ანამნეზური მონაცმებით ხდება. სიმპტომების გარდა უნდა გავითვალისწინოთ შეტევის მიმნდინარეობა დაავადების დებიუტისას,ასაკი,ოჯახური ანამნეზი. ნევროლოგიური სტატუსი ყოველთვის პათოლოგიის გარეშეა. თუ შაკიკის პირველი  შეტევა განვითარდა 40 წლის ასაკის ზემოთ,ადგილი აქვს ნევროლოგიურ სიმპტომატიკას,ტკივილის მკაცრად ცალმხრივ ლოკალიზაციას და იცვლის ინტენსივობას, აუცილებელია ნეიროვიზუალიზაცია-ბირთვული-მაგნიტური   რეზონანსული კვლევა. შაკიკის დიაგნოზი სხვა პათოლოგიის გამორიცხვის შემდეგ ისმება.

 

შაკიკის მკურნალობა იყოფა 2 ნაწილად

  1. უშუალოდ შეტევის კუპირება და შეტევის პრევენცული მკურნალობა. შეტევისას ეფექტურია აცეტილსალიცილის მჟავა (500-1000მგ), პარაცეტამოლი (500-1000გ) პერორალურად ან რექტალურად,ასევე გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები. ძალიან ეფექტურია აცეტილსალიცილის მჟავის, პარაცეტამოლისა და კოფეინის კომბინაცია. როცა ეს საშუალებები არაეფექტურია,ინიშნება შაკიკის მკურნალობის სპეციალური პრეპარატები.
  2. აუცილებელია ტრიფტანებით მკურნალობა შეიზღუდოს თვეში 8-10 მიღებამდე.

 

შაკიკის პრევენციული მკურნალობა ინიშნება იმ შემთხვევაში,თუ ადგილი აქვს  შეტევების გახშირებას,გახანგძლივებას ან მათი ინტენსივობის ზრდას

პირველი რიგის პროფილაკტიკურ  საშუალებას წარმოადგენს: ბეტა-ბლოკერი(მეტოპრომოლი ან პროპრანოლოლი) ასევე ეფექტურია კალციუმის ბლოკერი ფლუნარიზინი ან ანტიელპილეფსიური საშუალებები.

ამ მიზნით გამოიყენება ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. აუცილებელია ძილის რითმის მოწესრიგება,განტვირთვისა და სტრესის დაძლევისთვის მოწოდებული ვარჯიშები. ასაკის მატებასთან ერთად შეტევების სიხშირე და ინტენსივობა მცირდება.

 

                                                                             ირინა ზამთარაძე - ნევროლოგი