კომპიუტერული ტომოგრაფია - კტ კვლევა

2024-09-24

კომპიუტერული  ტომოგრაფია მაღალტექნოლოგიური კვლევის მეთოდია,  რომელიც   ეფუძნება  რენტგენის  სხივების  გამოყენებას.  1972   წელს,  გოდფრი  ჰაუნსფილდმა და  ალან კორმაკმა შექმნეს ისტორიაში პირველი კომპიუტერული ტომოგრაფი.  თავდაპირველად  კომპიუტერული ტომოგრაფია  გამოიყენეოდა  მხოლოდ  თავის ტვინის  გამოკვლევისთვის.    ხოლო,  უკვე 1976 წლიდან  შესაძლებელი გახდა მთელი სხეულის კვლევა. კომპიუტერული   ტომოგრაფია  იძლევა  ქსოვილებისა და ორგანოების  შრეობრივ  გამოსახულებას,  კომპიუტერში   ხდება მათი  ანალიზი,   იქმნება   3 განზომილებიანი   გამოსახულებები,  რომლებიც  საბოლოოდ  შეიცავენ   სრულყოფილ  ინფორმაციას.   იმ დროისათვის  ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებას ჭირდებოდა  საათები,  ხოლო დღევანდელი  მოცემულობით,  შესაძლებელია  კვლევის პროცესში,   ფაქტობრივად  რეალურ  დროში.     

 

კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება  ორგანიზმის  დეტალური  ვიზუალიზაციითვის,  უამრავი დაავადებისა და  პათოლოგიური ცვლილებების  იდენტიფიცირებისთვის.    კვლევა ტარდება გეგმიურ და ურგენტულ რეჟიმში,   როგორც  მწვავე  ისე   ქრონიკული პათოლოგიების   დროს.

კომპიუტერული ტომოგრაფია   ფართოდ  გამოიყენება გულმკერდის,   მუცლის და მცირე მენჯის   ღრუს  ორგანოების დაავადებების  დიაგნოსტიკაში.   მნიშვნელოვანია მისი როლი  შუასაყრის, ფილტვების, ღვიძლისა და სანაღვლე გზების, ელენთის,  პანკრეასის, საშარდე სისტემის, თირკმელზედა ჯირკვლების, თავის,  ძვლების  და სისხლძარღვების პათოლოგიების  დიაგნოსტიკაში.   აღნიშნული   მეთოდი  იმფორმატიულობიდან  და სისწრაფიდან    გამომდინარე  შეიძლება ითქვას  შეუცვლელია  სხეული  ნებისმიერი   სახის   ტრავმების დროს,  სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის შემთხევაში.   არჩევის   მეთოდად    ითვლება  შარდ-კენჭოვანი დაავადების  და ძვლოვანი  პათოლოგიების   გამოსავლენად.

კვლევა ტარდება უკონტრასტო ან კონტრასტული გაძლიერების რეჟიმში,  დამოკიდებულია იმაზე   თუ რა აინტერესებს კლინიცისტს,  რა ტიპის პათოლოგიის დადგენა გვსურს, შესაბამისად ვგეგმავთ  კვლევის  მოცულობას,  თუმცა   გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია  კვლევის პროცესში.   საკონტრასტო ნივთიერება, ეს არის იოდშემცველი პრეპარატი,  რომელიც შეგვყავს ინტრავენურად, ერთჯერადად.   იგი  გამოიყენება ორგანოების სტრუქტურის   სრულყოფილი შეფასებისთვის, დაავადებების  დიფერენციალური  დიაგნოსტიკისთვის, ასევე სისხლძარღვების დეტალური ვიზუალიზაციისათვის.   კტ-ანგიოგრაფიით   ვავლენთ   სისხლძარღვების  ნებისმიერი სახის ცვლილებებს-   როგორიცაა   ანევრიზმა,  მალფორმაცია,   ათეროსკლეროზული   დაავადება -     სისხლძარღვის   შესაძლო  სტენოზის  შემთხვევაში, დიდი  სიზუსტით   განისაზღვრება   შევიწროვების  ხარისხი.  პერორალური საკონტრასტო ნივთიერება განკუთვნილია   კუჭ–ნაწლავის ტრაქტის   გამოსაკვლევად.

მნიშვნელოვანია   რომ, კომპიუტერული ტომოგრაფია  წარმოადგენს   ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგის საშუალებას,  განსაკუთრებით   აქტიურად  გამოიყენება    ფილტვებისა   და  კუჭ-  ნაწლავის   სიმსივნეების   გამოსავლენად. 

ტომოგრაფიული    კვლევა  გამოიყენება  მკურნალობის ეფექტურების  განსაზღვრისათვის,  ქრონიკული დაავადებების  მონიტორინგისთვის. 

კომპიუტერული ტომოგრაფიის თანამედროვე  მოდელებში  ჩატვირთულია კვლევის ინოვაციური  პროგრამები,  გამოიყენება  ხელოვნური ინტელექტი.   ასეთი   უახლესი  მოდელი, 640 შრიანი აპარატი,    ფუნქციონირებს    ჩვენს კლინიკაში,  იგი გამოირჩევა     თავისი სისწრაფით,   ვიზუალიზაციის  მაღალი  ხარისხით, ამავდროულად        მინიმუმამდეა  შემცირებული დასხივების  დოზა.    აღნიშნული მოდელი  იძლევა  სხვადასხვა  ორგანოების   პერფუზიის  შესწავლის საშუალებას,  ასევე აქტიურად   გამოიყენება  კარდიოვასკულარული  დაავადებების დიაგნოსტიკაში-   

არაინვაზიური  კტ კორონაროგრაფიით  შესაძლებელია,  გულის  მკვებავი სისხლძარღვების    დეტალური   ანალიზი-    ხდება    ანომალიების   დადგენა,  ანატომიური თავისებურებების  შეფასება.    ათეროსკლეროზული   ცვლილებების  გამოვლენა,     სისხლძარღვის   სტენოზის    ხარისხის  განსაზღვრა.  შუნტების და  სტენტების არსებობის შემთხვევაში მათი  გამავლობის შეფასება.

 

კომპიუტერული  ტომოგრაფიის კვლევის  პროცესი უმტკივნეულო და ხანმოკლეა,   გრძელდება 3-10 წუთის განმავლობაში, იძლევა  კლინიკურად მძიმე პაციენტების კვლევის საშუალებას.  არ  აქვს წონის შეზღუდვა.

აღსანიშნავია   რომ  ბავშვთა    კვლევისთვის  მოწოდებულია დაბალდოზიანი, ოპტიმალური   პროგრამები, მორგებული წონასა და ასაკზე.