დაფის აპკის პერფორაცია - მიზეზები და სიმპტომები

2019-12-21
 
🔴დაფის აპკის პერფორაცია
🔰დაავადების აღწერა
👉დაფის აპკის პერფორაცია ნიშნავს შუა ყურში მოთავსებული აპკის (ე.წ ბარაბანი) მთლიანობის დარღვევას, რომელიც თხელი ქსოვილოვანი შრისაგან შედგება და გამოყოფს გარეთა სასმენ მილს შუა ყურისაგან.
დაფის აპკის პერფორაცია შესაძლოა სმენის დაქვეითების მიზეზი გახდეს. პერფორაცია ასევე იწვევს შუა ყურის ინფექციებისა და დაზიანებების რისკის მომატებას.
 
👩‍⚕დაფის აპკის პერფორაცია,ზოგჯერ მკურნალობის გარეშეც რჩება რამდენიმე კვირაში. ზოგჯერ კი საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
🧐გამომწვევი მიზეზი
დაფის აპკის პერფორაციის მიზეზებია:
შუა ყურის ინფექცია– ოტიტი
ბაროტრავმა.
ხმაური– აკუსტიკური ტრავმა.
უცხო სხეული ყურში.
თავის მძიმე ტრავმა და ა.შ
 
📌ნიშნები და სიმპტომებია:
ყურის ტკივილი, რომელიც მალე გაივლის
გამჭვირვალე, ჩირქოვანი ან სისხლიანი გამონადენი
ყურიდან
სმენის დაქვეითება
შუილი ყურებში
ვერტიგო–თავბრუსხვევა
გულისრევის შეგრძნება ან ღებინება, თავბრუსხვევის გამო
🤔როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ დაფის აპკის პერფორაციისთვის დამახასიათებელი ნიშანი ან სიმპტომი. დროული და სწორი მკურნალობით ავიცილებთ გართულებებს!
 
ოტორინოლარინგოლოგი- ნინო მამულაიშვილი