ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
სისუსტე და მომატებული დაღლილობა სუბიექტური სიმპტომებია, რომელთა არსი არის ფიზიკური ძალის ნაკლებობა პროფესიული ან საყოფაცხოვრებო სამუშაოების შესასრულებლად. თუ პაციენტი უჩივის სისუსტეს და დაღლილობას, მკურნალობა უნდა ჩატარდეს ამ სიმპტომებისა და პათოლოგიური სინდრომების გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით.
ძირითად სიმპტომებს მიეკუთვნება:
ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს შემდეგი ჩივილები:
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი დამახასიათებელია როგორც დიდი ქალაქების, ასევე სოფლის მაცხოვრებლებისთვის.
დაღლილობის მიზეზებია:
• ფსიქო-ემოციური სტრესი;
• გაზრდილი ხმაურის დონე და არახელსაყრელი ეკოლოგია;
• ემოციური სტრესი;
• ცხოვრების დაბალი ხარისხი – ადეკვატური დასვენების ან ჯანსაღი კვების შესაძლებლობის არქონა.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სხვა მიზეზები შეიძლება იყოს:
• გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები – ჰიპერტენზია, სტენოკარდია, მიოკარდიტი, ენდოკარდიტი, გულის ქრონიკული უკმარისობა და სხვა;
• დეჰიდრატაცია;
• სხვადასხვა წარმოშობის ანემია;
• ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი;
• ალერგიული რეაქციები;
• ვეგეტატიურ-სისხლძარღვთა დარღვევები;
• ენდოკრინული სისტემის დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი და სხვა;
• ღვიძლის დაავადებები – ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები - გასტრიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ენტერიტი და სხვა;
• ნევროლოგიური დარღვევები – ნევრიტი, პოლინეიროპათია და სხვა;
• სიმსივნური პროცესები, მათ შორის სხვადასხვა ლოკალიზაციის კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი ნეოპლაზმები;
• ვირუსული ინფექციები.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დიაგნოზის დასასმელად რაიმე სახის სპეციფიკური ანალიზი არ არსებობს. ამ დროს ექიმი დეტალურად ეცნობა პაციენტის ჩივილებს, შეისწავლის მისი ცხოვრების წესს და გამოიკვლევს ემოციურ ფონს. საჭიროების მიხედვით, კეთდება სისხლისა და შარდის ანალიზი, რათა გამორიცხოს ანემიის, ჰიპოთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია), ღვიძლისა, თირკმლის პრობლემები და ა.შ.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩივილების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აღნიშნული სინდრომი ძალიან ჰგავს დეპრესიას, სამსახურებრივ გადაწვას (Burn-out) და ქრონიკული სტრესს, რის გამოც მისი დიაგნოსტირება ხშირად გვიანდება. სწორედ ამიტომ, თუ ეს ჩივილები თქვენთვის ნაცნობია, ნუ დაიწყებთ თვითდიაგნოსტირებას და თვითმკურნალობას - დროულად მიმართეთ ექიმის კონსულტაციისთვის.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი უნდა განიხილებოდეს სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლის კომპეტენცია მოიცავს ძირითადი დაავადების მკურნალობას, რომლის წინააღმდეგაც ეს სინდრომი წარმოიშვა.
ასევე:
• ვიტამინებითა და მიკროელემენტებით გამდიდრებული დიეტა;
• სამუშაო და დასვენების რეჟიმების დაცვა;
• მედიკამენტების მიღება ძირითადი დაავადების გათვალისწინებით (მათ ირჩევს ექიმი დიაგნოსტიკის შედეგების მიხედვით);
• ფსიქოთერაპია და კოგნიტურ-ქცევითი კორექცია;
• ფიზიოთერაპიული პროცედურები.
ქირურგიული მკურნალობა შეიძლება რეკომენდებული იყოს, თუ დაავადების მიზეზი არის ქირურგიული პათოლოგია.
ჯამილა ფარტენაძე - თერაპევტი