საშვილოსნოს ყელის კიბო

2025-01-23

საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო არის დაავადება, რომელიც ვითარდება საშვილოსნოს ყელის ეპითელიუმის ავთვისებიანი ტრანსფომაციის შედეგად.

მსოფლიოში ყოველწლიურად 275 000 ქალი იღუპება ამ დაავადებით! საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით აღრიცხვაზე  მყოფი ქალების რიცხვი საგძნობლად მატულობს.

2020წ მსოფლიოში დაახლოებით 604 000 ქალს დაუდგინეს საშვილოსნოს ყელის კიბო და დაახლოებით 342 000 ქალი გარდაიცვალა ამ დაავადებით.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმრავლესობა შესაძლებელია თავიდან იქნას აცილებული კიბოსწინა პათოლოგიების დროული გამოვლენით და მკურნალობით.

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ახალ მეცნიერულ აღმოჩენებზე და მაღალი ხარისხის კვლევებზე დაყრდნობით, საშვილოსნოს ყელის კიბოს ეტიოლოგიური ფაქტორის- ადამიანის პაპილომა ვირუსის (HPV) ტესტი ფართოდ განიხილება საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ალტერნატიულ ტესტად. საშვილოსნოს ყელის კიბოს 70% -ზე მეტი შემთხვევა გვხვდება მაღალი რისკის HPV (ადამიანის პაპილომა ვირუსის )მე -16 და მე-18 შტამებით.

ადეკვატური სკრინინგის პირობებში, საშვილოსნოს ყელის  კიბოს ინციდენტობა დაბალია.

საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოსტიკა:

  • მაღალი რისკის HPV დნმ ტესტირება
  • PAP-ციტოლოგია
  • კოლპოსკოპია
  • საშვილოსნოს ყელის ბიოფსია

საშცილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკფაქტორები:

  • მრავალი სექსუალური პარტნიორის ყოლა
  • ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყება
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ქონა როგორიცაა: ქლამიდია, გონორეა, სიფილისი, აივ/ შიდსი
  • დაბალი იმუნიტეტი
  • მწეველობა
  • კონტრაცეპტივების მოხმარება

 

სიმპტომები:

  • სისხლიანი გამონადენი სქესობრივი კავშირის შემდგომ
  • თხევადი სისხლნარევი გამონადენი, რომელსაც თან ახლავს უსაიამოვნო სუნი
  • ყრუ ხასითის ტკივილები მუცლის ქვემო არეში მენჯის საპროექციო არეში.

პრევენცია:

  • გინეკოლოგიური შემოწმება
  • საშვილოს ყელის კიბოსწინარე დაავადებების სკრინინგი
  • ვაქცინაცია