უროლოგია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის შარდსასქესო სისტემის დაავადებებს, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში. "ხოზრევანიძის კლინიკის" უროლოგიური სამსახური პაციენტებს სთავაზობს როგორც ამბულატორული, აგრეთვე ქირურგიული მკურნალობის სრულ სპექტრს.
კერძოდ, ხელმისაწვდომია შემდეგი პროცედურები:
შარდკენჭოვანი დაავადებების, კონკრემეტების ლაზერული დამტვრევა თირკმლებში ( მინიპერკუტანული ლითოტრიფსია);
შარდსაწვეთში ურეთეროლიტოტრიფსია;
შარდის ბუშტის კონკრემეტის დაშლა ცისტოლითოტრიფსია;
ლაზერული ოპერაციები (Thulium Laser) წინამდებარე ჯირკვალსა და შარდის ბუშტზე, პროსტატის ლაზერული ენუკლიაცია;
რეკონსტრუქციული ოპერაციები საშარდე გზებზე;
რეკონსტრუქციული ოპერაციები გარე სასქესო ორგანოებზე მამაკაცებში;
ოპერაციები შარდის შეუკავებლობის გამო ქალბატონებში, სპეციალური ზონარის გამოყენებით;
უროლოგიური ანთებითი პროცესების კონსერვატიული მკურნალობა.