"ხოზრევანიძის კლინიკის" ოფთალმოლოგთა ჯგუფი პაციენტებს სთავაზობს როგორც ამბულატორული, აგრეთვე ქირურგიული მკურნალობის სრულ სპექტრს.
ხელმისაწვდომია შემდეგი პროცედურები:
ძირითადი გამოკვლევები:
ბიომიკროსკოპია (თვალის წინა ნაწილის კვლევა - ნაპრალოვანი სანათით);
აუტორეფრაქტომეტრია (განისაზღვრება რეფრაქცია და კერატომეტრია);
ვიზომეტრია (მხედველობის სიმახვილის განსაზღვრა);
ტონომეტრია (თვალშიდა წნევის უკონტაქტო განსაზღვრა);
ულტრაბგერითი გამოკვლევა (A-scan, B-scan);
ოფთალმოსკოპია - თვალის ფსკერის დათვალიერება (პირდაპირი და არაპირდაპირი).
დამატებითი კვლევები:
ოპტიკური ბიომეტრია: თვალის ღერძის განსაზღვრა და ხელოვნური ბროლის გამოთვლა;
ხელოვნური ბროლის განსაზღვრა და ასტიგმატიზმის კორექციის დაგეგმვა უახლესი Verion-ის აპარატურით. სისტემა VERION საქართველოში მხოლოდ 3 კლინიკაშია, მათგან ერთ-ერთი სწორედ ჩვენს კლინიკაშია წარმოდგენილი;
რქოვანას ტოპოგრაფია, პაქიმეტრია, კერატოკონუსის დიაგნოსტიკა ულტრათანამედროვე Oculyzer-ის მეშვეობით;
გონიოსკოპია - წინა საკნის კუთხის გამოკვლევა;
კომპიუტერული პერიმეტრია, მხედველობის ველის გამოკვლევა;
OCT - ოპტიკურ-კოჰერენტული კვლევა.
მკურნალობა:
რეფრაქციული ანომალიები (ახლომხედველობა, შორსმხედველობა, ასტიგმატიზმი); სათვალეებით და კონტაქტური ლინზებით კორექცია;
პრესბიოპია;
გლაუკომა;
რქოვანას და კონიუნქტივის უცხო სხეულები;
თვალშიდა ინექციები (ავასტინი, ეილია);
ბადურა გარსის დაავადებები როგორიცაა: ასაკობრივი მაკულოდისტროფია, დიაბეტური რეტინოპათია, ცენტრალური ვენის თრომბოზი, ბადურა გარსის პერიფერიული დეგენერაციები და სხვა.
ქირურგია:
კატარაქტის ოპერაცია უნაკერო მეთოდით;
მეორადი კატარაქტის ლაზერული დისციზია;
ანტიგლაუკომური ოპერაციები, ულტრათანამედროვე Express შუნტის იმპლანტაცია, ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა ALT);
ბადურის ლაზერული ქირურგია, ფოტოკოაგულაცია;
მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია LASIK- მეთოდით;
ტრავმა;
ოპერაციები ქუთუთოებზე ( ენტროპიონი, ექტროპიონი და ა.შ.);
პტერიგიუმი.