ჩვენს კლინიკაში მრტ კვლევა ტარდება ულტრათანამედროვე ტომოგრაფით, რომელიც ფუნქციებით და უახლესი ტექნოლოგიური პაკეტებით ერთ–ერთ საუკეთესო მოდელს წარმოადგენს სამედიცინო ბაზარზე.
მრტ კვლევა ტარდება:
თავისა და ზურგის ტვინის
ხერხემლის
მენჯის ღრუს
მუცლის ღრუს ორგანოების
რბილი ქსოვილების
სახსრების
ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის
მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების უპირატესობები:
კვლევა იძლევა მაქსიმალურად ზუსტ შედეგს.
არის უსაფრთხო გამოკვლევა ორსული ქალებისა და ბავშვებისთვის.
აბსოლუტურად უმტკივნეულოა.
კვლევისას რენტგენის სხივების ზემოქმედება არ ხდება.
აღნიშნული კვლევით სხვადასხვა დაავადებისა თუ პათოლოგიის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ დროული და ეფექტური მკურნალობის წინაპირობაა.