ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ჩაიტაროთ შემდეგი ტიპის კვლევები თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატით:
✔მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა(ღვიძლი,ნაღვლის ბუშტი,სანაღვლე გზები, პანკრეასი, ელენთა,თირკმელი)
✔საშარდე გზების ულტრაბგერითი გამოკვლევა (შარდის ბუშტი,თირკმლები)
✔ფარისებური ჯირკვლის ულტრასონოგრაფია
✔სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა
✔წინამდებარე ჯირკვლის კანქვეშა ულტრაბგერითი კვლევა
✔საშვილოსნოს და პარამეტრიუმის (ენდოვაგინალური) ულტრაბგერითი გამოკვლევა
✔გინეკოლოგიური ულტრაბგერითი გამოკვლევა (ინტრააბდომინალური ) ზედაპირული
✔ორსულობის ულტრაბგერითი გამოკვლევა
✔გულმკერდის ღრუს (პლევრის) ულტრასონოგრაფია
✔ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა (კისრის, იღლიის, საზარდულის)
✔მუხლის სახსრის ულტრაბგერითი გამოკვლევა
✔მენჯ-ბარძაყის სახსრის ულტრაბგერა
✔სათესლე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა
✔წინამდებარე ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევა.
✔ქვედა კიდურის არტერიის ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერის მეთოდით
✔კისრის არტერიების ულტრაბგერითი გამოკვლევა დოპლერის მეთოდით
რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა უახლესი თაობის ციფრული რენტგენის აპარატით
თანამედროვე ციფრული რენტგენის აპარატები საჭიროებენ მინიმალურ დასხივებას, რადგან მეტად მგრძნობიარენი არიან და ნაკლები ინტენსივობის უფრო ხანმოკლე დასხივებას აღიქვამენ.
კომპიუტერული ტომოგრაფია
✔ცალკეული ორგანოებისა და სისტემების, ასევე მთლიანად სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფია, როგორც ქრონიკული, ისე მწვავე პათოლოგიების დროს უახლესი 640 შრიანი მაღალი გარჩევადობის აპარატურით!
✔მაღალტექნოლოგიურ აპარატში ინტეგრირებული სამუშაო სადგური უზრუნველყოფს 3 და 4D რეკონსტრუქციების მოდელირებას. მნიშვნელოვანია მინიმუმამდე შემცირებული დასხივების დოზა - კორექცია ხდება პაციენტის წონის მიხედვით.
✔ბენეფიციარებს კომპიუტერული კვლევები დაუფინანსდებათ სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში.
მაგნიტურ რეზონანსული კვლევა (MRI) რადიოლოგიაში აღიარებულია დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად
✔ჩვენს კლინიკაში მრტ კვლევა ტარდება ულტრათანამედროვე ტომოგრაფით, რომელიც ფუნქციებით და უახლესი ტექნოლოგიური პაკეტებით ერთ–ერთ საუკეთესო მოდელს წარმოადგენს სამედიცინო ბაზარზე და ერთადერთია რეგიონში.
მრტ კვლევა ტარდება:
თავისა და ზურგის ტვინის
ხერხემლის
მენჯის ღრუს
მუცლის ღრუს ორგანოების
რბილი ქსოვილების
სახსრების
ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის
მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულების უპირატესობები:
კვლევა იძლევა მაქსიმალურად ზუსტ შედეგს.
არის უსაფრთხო გამოკვლევა ორსული ქალებისა და ბავშვებისთვის.
აბსოლუტურად უმტკივნეულოა.
კვლევისას რენტგენის სხივების ზემოქმედება არ ხდება.
✔აღნიშნული კვლევით სხვადასხვა დაავადებისა თუ პათოლოგიის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაა შესაძლებელი, რაც თავის მხრივ დროული და ეფექტური მკურნალობის წინაპირობაა.