ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
სისუსტე და მომატებული დაღლილობა სუბიექტური სიმპტომებია, რომელთა არსი არის ფიზიკური ძალის ნაკლებობა პროფესიული ან საყოფაცხოვრებო სამუშაოების შესასრულებლად. თუ პაციენტი უჩივის სისუსტეს და დაღლილობას, მკურნალობა უნდა ჩატარდეს ამ სიმპტომებისა და პათოლოგიური სინდრომების გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით.
ძირითად სიმპტომებს მიეკუთვნება:
- მუდმივად გამოხატული უკიდურესი დაღლილობა, რის ფონზეც ყოველდღიური აქტივობა პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება;
- დაღლილობის შეგრძნება დასვენებისა თუ გამოძინების შემდეგაც არ ქრება;
- ფიზიკური აქტივობის შემდეგ ძალების აღდგენას დიდი დრო სჭირდება;
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები იჩენს თავს (მუდმივი ძილიანობა, ან პირიქით - ქრონიკული უძილობა);
- შემეცნებითი სირთულეები, მეხსიერების გაუარესება და ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა ;
ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს შემდეგი ჩივილები:
- კუნთების ან სახსრების ტკივილი
- თავის ტკივილი, თავბრუხვევა
- გაციების მსგავსი ჩივილები
- გაბრუების შეგრძნება
- გულის არარეგულარული, სწრაფი რიტმი
- მეხსიერების გაურესება
- უძილობა ან პირიქით, ძილიანობა
- ხშირი ინფექცია
- გაძლუერებული ოფლიანობა
- სულხუთვის შეგრძნება და ა. შ
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი დამახასიათებელია როგორც დიდი ქალაქების, ასევე სოფლის მაცხოვრებლებისთვის.
დაღლილობის მიზეზებია:
- ფსიქო-ემოციური სტრესი;
- გაზრდილი ხმაურის დონე და არახელსაყრელი ეკოლოგია;
- ემოციური სტრესი;
- ცხოვრების დაბალი ხარისხი – ადეკვატური დასვენების ან ჯანსაღი კვების შესაძლებლობის არქონა.
ქრონიკული დაღლილობის სინდრომის სხვა მიზეზები შეიძლება იყოს:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები – ჰიპერტენზია, სტენოკარდია, მიოკარდიტი, ენდოკარდიტი, გულის ქრონიკული უკმარისობა და სხვა;
- დეჰიდრატაცია;
- სხვადასხვა წარმოშობის ანემია;
- ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი;
- ალერგიული რეაქციები;
- ვეგეტატიურ-სისხლძარღვთა დარღვევები;
- ენდოკრინული სისტემის დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი და სხვა;
- ღვიძლის დაავადებები – ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები - გასტრიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ენტერიტი და სხვა;
