პრედიაბეტი

პრედიაბეტი
პრედიაბეტი წარმოადგენს მდგომარეობას, დიაბეტისკენ მიმავალ გზას.ეს არის მდგომარეობა,როცა შაქრის შემცველობა სისხლში უფრო მაღალია ,ვიდრე უნდა იყოს ნორმაში,მაგრამ არა იმდენად,რომ ეს ჩაითვალოს შაქრიან დიაბეტად. ჩარევის გარეშე პრედიაბეტი დაახლოებით 10წლის ან უფრო ნაკლები დროის განმავლობაში გადადის ტიპ 2 დიაბეტში.
საკვების მიღების შემდეგ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ნახშირწყლები იშლება მარტივ შაქრებად, რომელიც გადადის სისხლში, ამის შედეგად სისხლში გლუკოზას დონის მომატება წარმოადგენს სიგნალს პანკრეასის ბეტა უჯრედებისთვის , რომ გამოყოს შესაბამისი რაოდენობით ინსულინი და სისხლში შაქრის მაჩვენებელი დააბრუნოს ნორმალურ ფარგლებში. თუ ორგანიზმში მოხვდა იმაზე მეტი შაქარი, ვიდრე მას იმ მომენტში ესაჭიროება, ინსულინი ახდენს მის დამარაგებას ღვიძლში, რათა გამოიყენოს ისეთ დროს, როდესაც სისხლში შაქრის დონე იქნება დაბალი (საკვების მიღებებს შორის შუალედში), ან საჭირო გახდება დამატებითი ენერგია (ფიზიკური დატვირთვის დროს). რაც მეტი გლუკოზა ხვდება ორგანიზმში, მით მეტი ინსულინის გამომუშავება უწევს პანკრეასს, რათა უზრუნველყოს სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნება. ამიტომ დიდი რაოდენობით შაქრიანი საკვების მოხმრება, ცხადია, პანკრეასის გადატვირთვის მიზეზი ხდება.
გამომწვევი მიზეზები
ზუსტი გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ გენეტიკა და ოჯახური ისტორია წამყვან როლს თამაშობს დაავადების განვითარებაში. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე არააქტიური ცხოვრების წესი და ჭარბი წონა.
- განსაკუთრებით ჭარბი ცხიმოვანი მასის არსებობა წელის მიდამოში, ძილის დარღვევები.
- დიაბეტი ტიპი 2-ის ოჯახური ისტორია – განსაკუთრებით მშობლებსა და დედმამიშვილებში დაავადების არსებობა;
- რასა/ეთნიკური კუთვნილება – აფრო-ამერიკელები, ეთნიკური ამერიკელები, წყნარი ოკეანის კუნძულების მაცხოვრებლები;
- წარსულში დადგენილი პრედიაბეტი – გაუარესებული გლიკემია უზმოდ ან გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა;
- არტერიული ჰიპერტენზია – 140/90 mmHg -ზე მეტი მოზრდილებში;
- HDL ქოლესტეროლის დონე 35 მგ/დლ -ზე ნაკლები და/ან ტრიგლიცერიდების დონე – 250 მგ/დლ-ზე მეტი;
- გესტაციური (ორსულთა ) დიაბეტი ანამნეზში ან 4 კგ-ზე მეტი წონის ნაყოფით მშობიარობა.
- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი.
რა სიმპტომები ახასიათებს?
სიმპტომები როგორც წესი პრედიაბეტს არა აქვს გამოხატული. ექიმს უნდა მიმართოთ , თუ შეამჩნევთ შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელ ჩივილებს:
- გამუდმებული შიმშილის შეგრძნება
- გაძლიერებული წყურვილი,
- ხშირი შარდვა,
- დაღლილობა,
- მხედველობის გაუარესება.
რა არის ნორმის ზღვარი?
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით 110 მგ/დლ-ზე არის ნორმის ზღვარი გლუკოზისთვის, ხოლო ამერიკის დიაბეტის ასოციაციისთვის ნორმის ზედა ზღვარი არის 100.
