ენდომეტრიოზი - ის, რაც უნდა იცოდეთ!

რა არის ენდომეტრიოზი?
ენდომეტრიოზიარის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც ენდომეტრიუმის ანუ საშვილოსნოს შიგნითა გარსის მსგავსი ქსოვილი არაბუნებრივ ადგილას ვითარდება.,ის იწყება საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში და გრძელდება მანამ ,სანამ ქალს აქვს მენსტრუალური ფუნქცია.ენდომეტრიოზის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა საკმაოდ რთული ამოცანაა, თუმცა არსებობს გამომწვევი მიზეზის რამდენიმე სხვადასხვა ვერსია:ენდომეტრიოზის გამომწვევ ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება რეტროგრადული მენსტრუაცია . ამ მდგომარეობის დროს ენდომეტრიული უჯრედებით სავსე მენსტრუალური სისხლი უკან მიედინება ფალოპიუსის მილების საშუალებით და მცირე მენჯის ღრუში გროვდება, შესაბამისად, ის არ გამოედინება ორგანიზმიდან. ენდომეტრიული უჯრედები ეწებება მენჯის ღრუში განთავსებულ ორგანოებს და მენჯის ღრუს კედლებს. ეს უჯრედები აგრძელებს ზრდას, ამასთან ყოველი მენსტრუალური ციკლის დროს ახალი უჯრედებიც ემატება და წარმონაქმნი თანდათან უფრო მეტად სქელდება.ენდომეტრიოზის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს სასქესო ორგანოების მექანიკური ტრავმა, მაგალითად, აბორტი, საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის დიაგნოსტიკური გამოფხეკა, საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია, საკეისრო კვეთა, საშვილოსნოს ღრუს გახსნით ჩატარებული მიომექტომია.ენდომეტრიოზი შეიძლება გამოიწვიოს ლიმფური სისტემის მიერ ენდომეტრიუმის უჯრედების სხეულის სხვა ნაწილებში ტრანსპორტირებამ (ანუ გადატანამ),ენდომეტრიული უჯრედები შეიძლება მიუმაგრდეს პოსტ-ოპერაციულ (მაგალითად, საკეისრო კვეთის მერე) დარჩენილ ნაწიბურს.
განასხვავებენ გენიტალურ და ექსტრაგენიტალურ ენდომეტრიოზს.
გენიტალური ენდომეტრიოზი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს შინაგანიც და გარეგანიც. შინაგანია ენდომეტრიოზის საშვილოსნოსა და მილის ფორმები, გარეგანი — საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილის, საშვილოსნოს მრგვალი იოგების, გარეთა სასქესო ორგანოების, საშვილოსნოს ყელის უკან განვითარებული რეტროცერვიკალური ენდომეტროზი. ხშირად შინაგანი ენდომეტრიოზი გარეგანის რომელიმე ფორმასთან არის შერწყმული.
ექსტრაგენიტალური ენდომეტრიოზი ყველაზე ხშირად ლოკოლიზდება მსხვილ ნაწლავში, ოპერაციის შემდგომ ნაწიბურში, ჭიპში და სხვა. შესაძლოა, ორგანიზმში ერთდროულად არსებობდეს დაავადების რამდენიმე კერა, რომლებიც მენსტრუაციული ციკლის შესაბამის ციკლურ ცვლილებებს განიცდის.
ენდომეტრიოზზე მოქმედ ი ფაქტორებ ი ორ ჯგუფად იყოფა.
1.ფაქტორები, რომლებიც ზრდის დაავადების რისკს:
- მემკვიდრეობითი განწყობა;
- ესტროგენების სიჭარბე;
- ასაკი (35 წლიდან);
- მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის შემცირება;
- მენსტრუალური ციკლის დროს გამონადენის მოცულობის შეცვლა;
- ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა სიმსუქნის ვისცერული ტიპით;
- ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება (ბოლო ხანს გამოითქვა აზრი, რომ გარემოს დიოქსინით დაბინძურება გავლენას ახდენს ენდომეტრიოზით ავადობის მაჩვენებელზე. ცნობილია, რომ დაავადება უფრო ხშირად ემართებათ განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებ ქალებს).
