გესტაციური დიაბეტი და ორსულობა

გესტაციური შაქრიანი დიაბეტი
რა არის გესტაციური დიაბეტი ?
გესტაციური შაქრიანი დიაბეტი ორსულობის დროს განვითარებული ყველაზე გავრცელებული მეტაბოლური დარღვევაა.
ორსულებთან მიმართებაში ორი ტიპის დიაბეტს ვხვდებით
- გესტაციურს (ორსულობისას პირველად გამოვლენილი)
- პრეგესტაციურს (როდესაც ქალს დაორსულებამდეც ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 ან ტიპი 2).
გამომწვევი მიზეზები :
უცნობია გესტაციური დიაბეტის გამომწვევი მიზეზი, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ ჰორმონები, რომელსაც გამოიმუშავებს პლაცენტა ნაყოფის განვითარებისათვის, იწვევენ დედის ორგანიზმში ინსულინის მოქმედების ბლოკირებას, რაც ცნობილია ინსულინრეზისტენტობის სახელით, რომლის დროსაც რთულდება დედის ორგანიზმის მიერ ინსულინის გამოყენება.
გესტაციური დიაბეტი ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმს აღარ ძალუძს გამოყოს ან გამოიყენოს ორსულობის დროს საჭირო რაოდენობის ინსულინი. რის გარეშეც გლუკოზა ვერ შედის უჯრედებში და არ ხდება მისი, როგორც ენერგიის წყაროს გამოყენება. შედეგად, სისხლში მატულობს შაქრის დონე.
გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკ ფაქტორებია:
- შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი;
- 30 კგ/მ2–ზე მაღალი სხეულის მასის ინდექსი;
- სიმსუქნე ბავშვობაში;
- ორსულის ასაკი (25 წელს გადაცილებული);
- ანამნეზში მშობიარობა დიდი (4 კგ და მეტი) ნაყოფით;
- ანამნეზში გლუკოზის ტოლერანტობის დარღვევა;
- ანამნეზში მკვდრადშობადობა;
- ნაყოფის განვითარების მანკი;
- დედის წონა დაბადებისას (4,1კგ და მეტი ან 2,7კგ და ნაკლები);
- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
- გლუკოკორტიკოიდების გამოყენება;
- ქრონიკული ან ორსულობით ინდუცირებული ჰიპერტენზია.
- გესტაციურ დიაბეტს არ ახასიათებს განსაკუთრებული სიმპტომები, ძირითადად ვლინდება სკრინინგული კვლევების დროს. რეკომენდებულია გესტაციური დიაბეტისუნივერსალური სკრინინგი,რაც გულისხმობს ყველა ორსულის გამოკვლევას. სკრინინგის წარმოების ოპტიმალური ვადა ორსულობის 24-28 კვირაა;
- ხოლო გესტაციური დიაბეტის განვითარებისრისკ – ფაქტორების არსებობისშემთხვევაში სკრინინგი უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება ადრე!!! მეან–გინეკოლოგთანპირველივე ანტენატალური ვიზიტის დროს !!!
რ ოგორ ხდება გესტაციური დიაბეტის დიაგნოსტირება ?
გამოკვლევა მოიცავს ორალური გლუკოზატოლერანტობის ტესტის ჩატარებას: გამოსაკვლევი პირი სვამს წყალში გახსნილ გლუკოზას და ერთი საათის შემდეგ იზომება სისხლში შაქრის დონე. ნორმალურ მაჩვენებლად ითვლება 130-140მგ/დლ-ზე ნაკლები, თუ დაფიქსირდა უფრო მაღალი დონე, ტარდება ტესტის მეორე ეტაპი: მომდევნო დღეს იზომება გლუკოზა უზმოზე, და გლუკოზას ხსნარის დალევიდან ყოველ ერთ საათში სამჯერ. თუ ორ ან მეტ მაჩვენებელში დაფიქსირდა შაქრის ნორმაზე მაღალი რაოდენობა, დასტურდება გესტაციური დიაბეტის დიაგნოზი.
