Skip to main content
AnnouncementsDecember 4, 20252 min read

Vacancy: Receptionist

ვაკანსია რეგისტრატორის პოზიციაზე
  • ხოზრევანიძის კლინიკა აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, გამართული კომუნიკაციის უნარი;
  • უცხო ენა ( ცოდნის დონე დააფიქსირეთ რეზიუმეში)
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • სწრაფი და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პაციენტებისადმი არაკონფლიქტური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • პაციენტთა რეგისტრაცია და ნაღდი ფულის სალაროში გატარება.
  • სატელეფონო შემომავალ ზარებზე დროული და ამამომწურავი პასუხის გაცემა.
  • სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევა.
  • უშუალო ხელძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში მოცემული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულება.
  • დამატებითი ინფორმაცია:

➡სამუშაო დღეები: ორშაბათი -კვირა (5 სამუშაო დღე)

➡ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული ხელფასი+ბონუსი

(საშუალოდ 1300ლ)

  • გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე:
  • hr@khozrevanidze.ge
  • სათაურის ველში აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს !✨

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს „ხოზრევანიძის კლინიკის“ (ს/ნ:445435707) მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

  • თქვენი პერსონალური მონაცემები შპს „ხოზრევანიძის კლინიკის“ ((ს/ნ:445435707) მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
  • უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, შპს „ხოზრევანიძის კლინიკა“ (ს/ნ:445435707) თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს მომავალში შესაძლო დასაქმების შეთავაზების მიზნით;

თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.